ბუდუ ზივზივაძე, კარლსრუე
Aa
Aa

ზივზივაძის გოლი და ასისტი - კარლსრუემ დაძაბულ ბრძოლაში მოიგო

გერმანიის მეორე ბუნდესლიგის მე-17 ტურში „კარლსრუემ“ საკუთარ მოედანზე „ელვერსბერგს“ უმასპინძლა და დაძაბულ ბრძოლაში, 3:2 დაამარცხა.

საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, ბუდუ ზივზივაძე პირველივე წუთებიდან „კარლსრუეს“ სასტარტო შემადგენლობაში იყო და საკუთარი გუნდის გამარჯვებაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა.

ანგარიში მე-6 წუთზე მასპინძლებმა ბურნიჩის გოლით გახსნეს, მე-16 წუთზე კი ბუდუ ზივზივაძემ სხვაობა ორბურთამდე გაზარდა.

პირველი ტაიმის მიწურულს ბუდუს მეტოქის კარში დუბლის შესრულება შეეძლო. ქართველმა შემტევმა შეტევა კარგად წარმართა, თუმცა დასკვნით ფაზაში სიზუსტემ უმტყუვნა.

53-ე წუთზე ზივზივაძის აქტიურობას „ელვერსბერგის“ კარში მესამე გოლი მოჰყვა. ქართველმა კარისკენ მახვილი კუთხიდან დაარტყა, ბურთი მეკარემ მოიგერია და დამატებაზე დარჩენილ მიტანოვიჩს ახლო მანძილიდან გატანა აღარ გასჭირვებია.

„კარლსრუემ“ საბოლოოდ 3:2 მოიგო, მთავარმა მწვრთნელმა კი ბუდუ 78-ე წუთზე შეცვალა. ზივზივაძემ „კარლსრუეს“ მაისურით ბოლო ოთხ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და ნელ-ნელა მწვრთნელის ნდობასაც ამართლებს.

17 ტურის შემდეგ, „კარლსრუეს“ გერმანიის მეორე ბუნდესლიგაში 21 ქულა დაუგროვა და სატურნირო ცხრილში მე-12 ადგილზე იმყოფება. ბუდუ ზივზივაძის გუნდი ამ შეხვედრის შემდეგ საახალწლო შესვენებაზე გავიდა და მომდევნო მატჩს 19 იანვარს, საკუთარ მოედანზე „ოსნაბრუკის“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მაცარი: მატჩამდე კვარა მთელი შუადღე ჩემთან იყო, ეს აქამდე არავისთვის მომიყოლია
მაცარი: მატჩამდე კვარა მთელი შუადღე ჩემთან იყო, ეს აქამდე არავისთვის მომიყოლია