არბელოა: “მინდა, რომ ხვალ ისეთი რეალი ვიხილო, როგორიც ლისაბონში იყო“
ჩემპიონთა ლიგის პლეი-აუტის განმეორებით მატჩში მადრიდის რეალი ბენფიკას დაუპირისპირდება. მატჩის წინ, სამეფო კლუბის მთავარმა მწვრთნელმა ალვარო არბელოამ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
არბელოა:
„მინდა, რომ ხვალ ისეთი რეალი ვიხილო, როგორიც ლისაბონში იყო. სწორედ ამისთვის ვმუშაობთ. ეს განსაკუთრებული მატჩი იქნება. ჩემპიონთა ლიგის შესანიშნავი საღამო ბერნაბეუზე. ჩვენ თამაშის მოგებასა და შემდეგ რაუნდში გასვლაზე ვართ ორიენტირებულნი.
გვაქვს შესანიშნავი შესაძლებლობა, რომ რასიზმის წინააღმდეგ ბრძოლაში გარდამტეხი მომენტი აღვნიშნოთ. უეფას აქვს შესაძლებლობა, უბრალოდ სლოგანზე მეტი გააკეთოს. იმედი მაქვს, რომ ისინი ამ შესაძლებლობას გამოიყენებენ.
მე იგივეს მჯერა, რაც გასულ კვირას ვთქვი. ვფიქრობ, ვინიმ ძალიან ლამაზი გოლი გაიტანა, ფანტასტიკური გოლი და ვერაფერი, რისი გაკეთებაც მას შეუძლია, რასიზმის აქტს ვერ ამართლებს. ჩემთვის ეს ყველაზე მნიშვნელოვანია.
ბევრი რამ დევს სასწორზე. ამას ხშირად ფინალს უწოდებენ და ასეც იქნება, რადგან ვინც არ უნდა გაიმარჯვოს, შემდეგ რაუნდში გავა. წარმოუდგენლად მონდომებული ვარ და მთელ ენერგიას ვდებ იმის უზრუნველსაყოფად, რომ შესანიშნავი მატჩი გვქონდეს და გულშემატკივრებმაც ისიამოვნონ.“
შეგახსენებთ, რომ ამ გუნდების პირველ მატჩში პრესტიანიმ ვინისიუს ჟუნიორს რასისტული შეურაცხყოფა მიაყენა, რის გამოც არგენტინელი უეფა-მ მხოლოდ ერთი მატჩით დასაჯა.
ასევე შეგახსენებთ, სამეფო კლუბი ბენფიკასთან დაპირისპირებას ცუდ ხასიათზე ხვდება, რადგან ლა ლიგის გასულ ტურში ბლანკოსმა ოსასუნასთან სტუმრად 1:2 წააგო და ლიდერობა დაკარგა.
მადრიდის რეალისა და ლისაბონის ბენფიკას მომავალი მატჩი 25 თებერვლით თარიღდება და თბილისის დროით 23:55-დან დაიწყება.