რეალი, ვინისიუს ჟუნიორი, ჯანლუკა პრესტიანი
Aa
Aa

„ვალვერდე გასაგდები იყო, პრესტიანი რასისტი არაა“ | რუი კოშტას განცხადება

ბენფიკას“ პრეზიდენტი, რუი კოშტა, ჟურნალისტებს შეხვდა და მათ შეკითხვებს უპასუხა. ლეგენდარული პორტუგალიელი ფეხბურთელი ჯანლუკა პრესტიანისა და ვინისიუს ჟუნიორის ინციდენტს გამოეხმაურა და განაცხადა, რომ არგენტინელი მოთამაშე რასისტი არ არის.

„უეფას გადაწყვეტილებაზე აპელაცია შევიტანეთ, რადგან მივიჩნიეთ, რომ დამტკიცებული არაფერია. გარდა ამისა, ველოდებოდით, რომ უეფა პირველი მატჩისას მომხდარ მეორე ინციდენტსაც განიხილავდა. ფედერიკო ვალვერდეს მხრიდან აშკარა აგრესიას ჰქონდა ადგილი და ის უნდა გაეძევებინათ.

ვინისიუსი იტყუება? არ ვიცი, მოედანზე არ ვყოფილვარ. მხოლოდ ერთი რამის თქმა შემიძლია: ჩემი ფეხბურთელის მჯერა. პრესტიანის რასისტს უწოდებენ, მაგრამ ის ყველაფერია, რასისტის გარდა. ამის გარანტიას გაძლევთ. მისი სიტყვების გვჯერა და ვიცით, როგორი ფეხბურთელი გვყავს.“

ცნობისთვის, პრესტიანიმ დროებითი დისკვალიფიკაცია მიიღო და „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გასამართ შეხვედრას გამოტოვებს, თუმცა არგენტინელი მადრიდში მაინც ჩაფრინდა. გავრცელებული ინფორმაციით, ის ტრიბუნაზე იქნება და თამაშს იქიდან მიადევნებს თვალს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მერაბი და ილია მომდევნო ჩხუბისთვის საქართველოში მოემზადებიან? - რას ამბობს „მანქანა“
მერაბი და ილია მომდევნო ჩხუბისთვის საქართველოში მოემზადებიან? - რას ამბობს „მანქანა“