ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„ხვიჩას დაცვის ნაცვლად სასაკლაოზე ვგზავნით, ასე მას დავკარგავთ...“

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა პაოლო ზილიანიმ, „ნაპოლი“ „კალიარის“ მატჩის შემდეგ ცუდ მსაჯობაზე ისაუბრა და კვარაცხელიას მიმართ ზღვარსგადასულ უხეშობაზე შეშფოთება გამოთქვა.

„კვარაცხელიას წინააღმდეგ ძალიან ბევრჯერ ჯარიმდებიან. მისი დაშავების რისკი ძალიან მაღალია. ხვიჩას დაცვის ნაცვლად სასაკლაოზე ვგზავნით.

კვარას 47-ე წუთზე ფეხებში მაგრად მოხვდა. ეს ნანდესმა გააკეთა, როგორც ჰატებოერმა ბერგამოში და კამბიასომ ტურინში. მაგრამ აქ მთავარი სხვა რამ არის - მთავარმა არბიტრმა მსგავს ქმედებებს ხელი არ შეუძლა და არ აღკვეთა.

არბიტრთა საბჭო 30 წელზე მეტია მუშაობს, რომ სიტუაცია შეიცვალოს, თუმცა საბოლოოდ, დაუცველი ის რჩება, ვისაც ურტყამენ, და ვინც თავად ურტყამს, მათ პასუხს არავინ სთხოვს.

გავიხსენოთ როგორ უხეშად ეთამაშებოდნენ მარადონას. შემდეგ იყო ტოტი, რომელსაც კოჭი მოტეხეს და 2006 წლის მუნდიალი კოჭლობით მოიგო. დღეს კი ისტორია მეორდება და ეს კვარაცხელიას ემართება.

ეს ყველაფერი ჩემში ზიზღს იწვევს და მეტიც - გაოცებული ვარ, იმიტომ, რომ კვარაცხელია ამ ტემპით ნამდვილად რისკავს და შესაძლოა მძიმედ დაშავდეს. მე არ მესმის ამით ვინ რჩება მოგებული და ვისთვის იქნება ეს კარგი.

და ბოლოს, სასახლის მუმიებს მინდა გკითხოთ: თქვენი აზრით, ხალხი ფულს ვის სანახავდ იხდის? ჰატებოერის, კამბიასოს და ნანდესის? თუ კვარაცხელიას სანახავად?“

- განაცხადა ზილიანიმ.

კვარაცხელია VS კალიარი - ყველა მომენტი

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყოველგვარი ჭუჭყი ჩამოიშორა“ - იტალიური მედია კვარას თამაშზე
„ყოველგვარი ჭუჭყი ჩამოიშორა“ - იტალიური მედია კვარას თამაშზე