ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია, ბრაგა
Aa
Aa

“სიმშვიდის დაბრუნება სჭირდება“ - იტალიური მედია ხვიჩაზე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ნაპოლიმ“ „ბრაგას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. ხვიჩა კვარაცხელიას მეორე ტაიმში გოლის გატანის კარგი შანსი ჰქონდა, თუმცა პორტუგალიელთა კარის დარაჯმა აჯობა.

მატჩის დასრულების შემდეგ, იტალიურმა მედიამ ქართველი ფეხბურთელის თამაში შეაფასა.

Calcionapoli1926:

„ბოლოდროინდელი მატჩების გამოსწორებას ცდილობს და რა თქმა უნდა, დღეს უკეთესი იყო. მიუხედავად ამისა, ჩვეულებრივი „კვარა“ დღეს მაინც არ იყო. გოლის გატანა შეეძლო, მაგრამ მეკარემ მისი დარტყმა მოიგერია.“

Tuttomercatoweb:

„მისმა თამაშმა სიმშვიდე დაკარგა. აქედან გამომდინარე, ყოველთვის უფრო მეტად ცდილობს დრიბლინგს და ხშირად ზედმეტ შეხებას აკეთებს.“

TuttoNapoli:

„პირველი მეტოქის მოტყუება მისთვის არასდროს არის პრობლემა, მაგრამ ხანდახან ზედმეტ დრიბლინგს მიმართავს. მცველთან ერთი ერთზე პრობლემა არასდროს ექნება. მას მხოლოდ სიმშვიდის დაბრუნება სჭირდება.“

ხვიჩას ყველა მომენტი „ბრაგასთან“

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
Sofascore - ცნობილია ნაპოლის ფეხბურთელების შეფასება
Sofascore - ცნობილია ნაპოლის ფეხბურთელების შეფასება