იუვენტუსი, ბოლონია, ტიაგო მოტა
Aa
Aa

2-წლიანი კონტრაქტი და 3.5 მილიონი - იუვენტუსის შეთავაზება ტიაგო მოტას

როგორც მოგეხსენებათ, ტურინის იუვენტუსმა მასიმილიანო ალეგრი გაათავისუფლა და ახლა ახალი მთავარი მწვრთნელის ძიებაშია.

ბოლო პერიოდში ტურინულ გრანდს ტიაგო მოტას უკავშირებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით უახლეს ინფორმაცია Football Italia ავრცელებს.

სერია ა-ს მიმდინარე სეზონის ბოლო ტურში იუვენტუსი ბოლონიას დაუპირისპირდება. ამ უკანასკნელს კი მოტა წვრთნის. წყაროს ცნობით, მატჩის დასრულების შემდეგ, ყოფილი ფეხბურთელი „ბიანკონერის“ ხელმძღვანელობას შეხვდება და დეტალებზე ისაუბრებენ.

უკანასკნელ ინტერვიუში, ტიაგომ განაცხადა, რომ მომავალთან დაკავშირებით გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია.

როგორც ცნობილი გახდა, იუვენტუსი მოტას 2-წლიან კონტრაქტს და წელიწადში 3.5 მილიონ ევროს სთავაზობს.

კიდევ ერთი შეხვედრა შემდეგ კვირაში არის ჩანიშნული, როდესაც ბოლონია ისტორიული სეზონის აღნიშვნას დაამთავრებს. შეგახსენებთ, რომ ტიაგო მოტას გუნდი ამ მომენტისთვის მესამე ადგილზე იმყოფება და შემდეგ სეზონში ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.

მსგავსი სიახლეები