ნაპოლი, ბრაგა, ვალტერ მაცარი
Aa
Aa

“კვარაცხელიას ზრდა ფუნდამენტურია“ - მაცარი ბრაგასთან მატჩის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში „ნაპოლიმ“ „ბრაგას“ უმასპინძლა და 2:0 დაამარცხა. მატჩის დასრულების შემდეგ, „პარტენოპეის“ მთავარმა მწვრთნელმა ვალტერ მაცარიმ კომენტარი გააკეთა.

რა თქვა მაცარიმ?

„რა მაკმაყოფილებს ყველაზე მეტად? გოლები უნდა გაგვეტანა და არ გაგვეშვა. ეს გამოგვივიდა. გუნდის ბალანსი მაინტერესებდა და გავარკვიე. შემდეგ რამდენიმე მოთამაშე დავასვენე. საერთო ჯამში პოზიტიური დღე იყო. გუნდს ფლანგებიდან შეტევა დავავალე და გამოგვივიდა. ხშირად ცენტრიდანაც ვუტევდით და დაკარგულ ბურთებზე მყისიერი რეაქცია გვქონდა.

ვბაძავ, თუ არა სპალეტის „ნაპოლის“? თუ ფეხბურთელებს გავაგებინებ, რომ ისინი ისევ იტალიის ჩემპიონები არიან და გამარჯვებას უნდა მიეჩვიონ, იქნებ იფიქრონ, რომ ლუჩიანო ისევ აქ არის. ჩვენ რაღაც კონკრეტული დავიწყეთ და ამას ბოლომდე უნდა მივყვეთ. სერია ა გრძელი ჩემპიონატია და ბევრი შანსი გვექნება.

წარსულთან შედარებით, დღეს სრულყოფილები არ ვიყავით, მაგრამ ფლანგების თამაშით კმაყოფილი ვარ. ახლა „კალიარისთან“ ეს პროცესი უნდა გავაუმჯობესოთ. ჩემი საყვარელი ტაქტიკა 4-3-3 გახლავთ. ჩვენ ორი სწრაფი ცენტრალური მცველი და ლობოტკა გვყავს. საოცარია, თუ როგორ თამაშობს ის. მსურს ბოლომდე ამ ფორმაციას გავყვე.

კვარაცხელიას ზრდა ფუნტამენტურია. დღეს ბედნიერი ვარ, რადგან პროგრესი დავინახე. ჩემმა გუნდმა კონტრ-შეტევები არ მიიღო. „იუვენტუსთანაც“ კი აგრესიულები ვიყავით. ჩემი დაბრუნების შემდეგ, ვხედავ, რომ ფეხბურთელები ბედნიერები არიან და ეს მახარებს. ბევრი რამ გავაუმჯობესეთ.“

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლიმ“ ჯგუფში 10 ქულა დააგროვა და მერვედფინალში მეორე ადგილიდან გავიდა. დიდი ალბათობით, მაცარის გუნდს შემდეგ ეტაპზე რთული მეტოქე ეყოლება.

ხვიჩას ყველა მომენტი ბრაგასთან

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მანჩესტერი ჯგუფში ჩარჩა - მერვედფინალში ხოჭოლავას კოპენჰაგენი ითამაშებს
მანჩესტერი ჯგუფში ჩარჩა - მერვედფინალში ხოჭოლავას კოპენჰაგენი ითამაშებს