გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

ნახევარ სეზონში ნახევარზე მეტს გაუტანა - მიქაუტაძის შთამბეჭდავი სტატისტიკა

საფრანგეთის ლიგა 1-ის ბომბარდირთა დავაში გიორგი მიქაუტაძე 13 გოლით მე-7 ადგილზე გავიდა, რაც იქიდან გამომდინარე, რომ ის „მეცს“ იანვარში შეუერთდა და მხოლოდ 20 შეხვედრაში ითამაშა, არაჩვეულებრივია შედეგია. 23 წლის ქართველ ფორვარდს მხოლოდ კილიან მბაპემ (27), ჯონათან დეივიდმა (19), ალექსანდრ ლაკაზეტმა (19), პიერ-ემერიკ ობამეიანგმა (17), ვისამ ბენ იედერმა (16) და ტის დალინგამ (14) აჯობა.

მიქაუტაძის მაღალ კლასზე კიდევ ერთი ფაქტი მეტყველებს - ის და მისი თანაგუნდელები წლევანდელ სეზონში ჩვიდმეტ გუნდს შეხვდნენ და აქედან ათის კარში მან ბურთის გატანა მოახერხა. გიორგი განსაკუთრებით შედეგიანი „კლერმონთან“, „ლანსთან“ და „ბრესტთან“ მატჩებში იყო და სამივეს მეკარე 2-2-ჯერ დაამწუხრა. „მარსელთან“, „ნანტთან“, „ლიონთან“, „სტრასბურგთან“, „რენთან“, „ლილთან“ და „ლე ავრთან“ თამაშებში კი მის ანგარიშზე თითო გოლია.

უმაღლეს დივიზიონში ადგილის შენარჩუნებისთვის როგორც უკვე მოგეხსენებათ,  „მეცს“ ბრძოლა ლიგა 2-ის წარმომადგენელთან მოუწევს. ფორმატი ასეთია - ხვალ „როდეზი“ და „პარიზი“, რომლებმაც მეოთხე-მეხუთე ადგილები დაიკავეს, უძლიერესს ერთმატჩიან დაპირისპირებაში გაარკვევენ და მათ შორის საუკეთესო ლიგა 2-ის ბრინჯაოს პრიზიორს, „სენტ ეტიენს“ შეხვდება. სწორედ ამ მატჩის გამარჯვებული იქნება „მეცის“ მოწინააღმდეგე პლეი აუტში და თამაშები 30 მაისსა და 2 ივნისს ჩაინიშნება.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„შვება ვიგრძენით, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავრჩეთ“ | მიქაუტაძის კომენტარი
„შვება ვიგრძენით, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავრჩეთ“ | მიქაუტაძის კომენტარი