„შვება ვიგრძენით, ყველაფერს გავაკეთებთ, რათა დავრჩეთ“ | მიქაუტაძის კომენტარი
საფრანგეთის ლიგა 1-ის ბოლო ტურში, გიორგი მიქაუტაძის „მეცი“ „პარი სენ-ჟერმენთან“ 0:2 დამარცხდა და უმაღლეს დივიზიონში ადგილის შესანარჩუნებლად ბრძოლა პლეიოფში მოუწევს. მატჩის შემდეგ, ქართველმა ფეხბურთელმა მოახლოებულ შეხვედრებზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ის და მისი თანაგუნდელები მიზნის მისაღწევად ყველაფერს გააკეთებენ.
„მატჩი ცუდად დავიწყეთ და ორი გოლი სწრაფად გავუშვით, რის შემდეგაც, საჭირო გახდა, მეტოქე ჩაგვეკეტა და სწორედ ეს გავაკეთეთ. მეორე ტაიმის დაწყების შემდეგ, მუშაობა გავაგრძელეთ და საფინალო სასტვენს დაველოდეთ. შემდეგ ვნახეთ, რომ ლორიენმა კლერმონს 5 ბურთი გაუტანა და კინაღამ მე-16 ადგილი დავკარგეთ.
შვება ვიგრძენოთ, რადგან დარჩენის შანსი შევინარჩუნეთ. სეზონის დაწყებისთანავე ვიცოდით, რომ რთული ტურნირი გველოდებოდა და ლიგა 1-ში დასარჩენად უნდა ვიბრძოლოთ. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა მიზანს მივაღწიოთ და არ გავვარდეთ“.
შეგახსენებთ, რომ „მეცის“ სავარაუდო მეტოქეები „როდეზი“, „პარიზი“ და „სენტ-ეტიენი“ არიან. „როდეზი“ და „პარიზი“ ერთმანეთს ხვდებიან და გამარჯვებული „სენტ-ეტიენზე“ გავა, ამ წყვილის მოგებული კი ფინალში „მეცს“ დაუპირისპირდება.