გიორგი მიქაუტაძე
Aa
Aa

მარცხი პსჟ-სთან - მიქაუტაძის მეცი ფლეი-ოფში ითამაშებს

საფრანგეთის ლიგა 1-ის სეზონის ბოლო ტურში „მეცი’’ შინ პსჟ-სთან 0:2 დამარცხდა, მე-17 ადგილზე გავიდა და გადათამაშების გზით ელიტაში დარჩენის შანსი აქვს.

„მეცმა'' და „ლორიენმა'' თაბაბარი ქულები დააგროვეს - 29. ურთიერთშეხვედრებში 2-დან 1 მატჩი „მეცმა'' მოიგო, 1 „ლორიენმა''. ურთიერთშეხვედრებში დაგროვებული ქულები, ბურთების სხვაობა და გატანილი გოლების რაოდენობა თანაბარი იყო. ურთიერთშეხვედრებში სტუმრად გატანილი გოლების რაოდენობიდან გამომდინარე „მეცმა'' „ლორიენს'' აჯობა და სწორედ ამიტომ მე-16 ადგილი დაიკავა, „ლორიენს'' გაასწრო და გადათამაშებაში მიიღებს მონაწილეობას.

„მეცის’’ სასტარტოში გიორგი მიქაუტაძემ ითამაშა, ქართველ ფორვარდს გოლის გატანის მცდელობები ჰქონდა, თუმცა შედეგი არ მოჰყოლია. გამოსარჩევია ეპიზოდი, როცა მიქაუტაძემ გამოცდილი პორტუგალიელი მცველი დანილო პერეირა ჩამოიშორა, მაგრამ კეილორ ნავასმა ზუსტად იმოქმედა, ქართველი ფორვარდის დარტყმა მოიგერია. ასევე, მიქაუტაძის შესრულებული საჯარიმო დარტყმა ნავასის კარს მცირე მანძილით ასცდა.

23 წლის მიქაუტაძემ ლიგა 1-ის 2023-24 წლების სეზონის 20 მატჩში 13 გოლი (3 პენალტი) გაიტანა და 4 საგოლე პასი შეასრულა.

მიქაუტაძე „აიაქსის'' საკუთრებაა, სეზონის მეორე ნახევარი „მეცში'' იჯარით გაატარა, დიდი ალბათობით შემდეგ სეზონში „მეცში'' აღარ ითამაშებს, მაღალი შედეგიანობიდან გამომდინარე მის მიმართ ინტერესი დიდია.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები