ლივერპული, არნე სლოტი
Aa
Aa

ოფიციალურად - არნე სლოტი ლივერპულის მწვრთნელია

იურგენ კლოპმა გამოსამშვიდობებელ ცერემონიაზე გულშემატკივრებს არნე სლოტის გამხნევებისკენ მოუწოდა, რომელიც ლივერპულს მომავალ სეზონში უხელმძღვანელებს.

ეს ინფორმაცია კი დღეს მერსისაიდული გრანდის ოფიციალურმა ვებ-გვერდმა დაადასტურა. 45 წლის სპეციალისტი საქმეში ივლისიდან ჩაერთვება. კონტრაქტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.

შეგახსენებთ, რომ არნე სლოტი ლივერპულამდე ფეიენოორდს წვრთნიდა. მან ნიდერლანდური კლუბი კონფერენს ლიგის ფინალში გაყვანა, სადაც ჟოზე მოურინიოს რომასთან დამარცხდა.

ასევე გეტყვით, რომ სლოტმა ფეიენოორდს ნიდერლანდების ჩემპიონატი და ნიდერლანდების თასი მოაგებინა. იქამდე კი ალკმაარსა და კამბურს წვრთნიდა.

შეგახსენებთ, იურგენ კლოპი ლივერპულის მწვრთნელი 2015 წელს გახდა და 9 წლის განმავლობაში 8 ტიტული მოიგო. მათ შორის, პრემიერ ლიგა და ჩემპიონთა ლიგა.

 

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები