ნაპოლი, აურელიო დე ლაურენტისი, ვინჩენცო იტალიანო
Aa
Aa

Il Mattino: დე ლაურენტისი ვინჩენცო იტალიანოს შეუთანხმდა

როგორც მოგეხსენებათ, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ, ფრანჩესკო კალცონა ნაპოლის დატოვებს. აურელიო დე ლაურენტისი ახალი მწვრთნელის ძიებაშია.

ამ საკითხთან დაკავშირებით, ყოველდღიურად ახალი ინფორმაცია ვრცელდება. გუშინ TuttoSport-მა დაწერა, რომ პრეზიდენტის რჩეული ჯან პიერო გასპერინია.

დღეს კი Il Mattino ახალ ინფორმაციას ავრცელებს. წყაროს ცნობით, საქმე საკმაოდ სერიოზულად არის და ნაპოლი ვინჩენცო იტალიანოს შეუთანხმდა. კონტრაქტის დეტალებზე ახალი სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა მუშაობს.

მოგეხსენებათ, ამ მომენტისთვის იტალიანო ფიორენტინას დამრიგებელი გახლავთ. ნაპოლი მას 2-წლიან ხელშეკრულებას სთავაზობს. Il Mattino-ს ინფორმაციით, დე ლაურენტისი ვინჩენცოს ჯერ კიდევ 1 წლის წინ შეუთანხმდა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად იწერებოდა ანტონიო კონტეს, სტეფანო პიოლის და ჯან პიერო გასპერინის ვარიანტების შესახებ.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილის კოცნა და ნახტომის მოლოდინი“ | AS-ის სტატია ქართველ მეკარეზე
„მამარდაშვილის კოცნა და ნახტომის მოლოდინი“ | AS-ის სტატია ქართველ მეკარეზე