ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

„კვარა ნაპოლის სიმბოლოა“ | იტალიელი ჟურნალისტის რჩევა პარტენოპეის

ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა, პეპე იანიჩელიმ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა. იანიჩელიმ „ნაპოლის“ ქართველ ფეხბურთელთან ხელშეკრულების გახანგრძლივება ურჩია და განაცხადა, რომ ფრანჩესკო კალცონა მართალი იყო, როცა გუნდში არსებულ ვითარებას კატასტროფა უწოდა.

„კვარაცხელია ნაპოლის სიმბოლოა და მის გარშემო შექმნილი სიტუაცია პარტენოპეისთვის ტესტი იქნება, რადგან კლუბის ხელმძღვანელობაში არ არის ადამიანი, რომელსაც კონკრეტული პრობლემის გადაჭრა შეუძლია. კვარაცხელიასთან კონტრაქტის გახანგრძლივება მხოლოდ ფეხბურთელისთვის კი არა, მთლიანად გუნდისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

გაიმეორა თუ არა კვარამ გასული სეზონის წარმატება სტატისტიკური გადმოსახედიდან? გოლების მხრივ კი, მაგრამ არა იმ ბრწყინვალების გათვალისწინებით, რომელიც გასულ სეზონში აჩვენა. ხვიჩას პრობლემა აუცილებლად უნდა გადაიჭრას და ეს ძლიერი სიგნალი იქნება. თუ ასე არ მოხდა, შეიძლება ბზარები გაჩნდეს და ყველაფერი აირიოს. ფრანჩესკო კალცონას სიტყვებს რაც შეეხება, ის ამბობს, რომ გუნდში კატასტროფული ვითარება დახვდა და მართალია“.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურია დარჩენილი. დასკვნით შეხვედრას „ნაპოლი“ საკუთარ კედლებში, „ლეჩეს“ წინააღმდეგ გამართავს.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მარცხი პსჟ-სთან - მიქაუტაძის მეცი ფლეი-ოფში ითამაშებს
მარცხი პსჟ-სთან - მიქაუტაძის მეცი ფლეი-ოფში ითამაშებს