„კომენტატორების ჯოჯოხეთი“ | Four Four Two საქართველოს ნაკრებსა და ევრო 2024-ზე
Aa
Aa

„კომენტატორების ჯოჯოხეთი“ | Four Four Two საქართველოს ნაკრებსა და ევრო 2024-ზე

ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე სულ უფრო და უფრო ცოტა დრო რჩება და Four Four Two-მ მოახლოებულ ტურნირს საინტერესო სტატია მიუძღვნა. ცნობილმა ბრიტანულმა ჟურნალმა შემოგვთავაზა 24 მიზეზი, რომელთა გამოც, ევრო 2024-ით აღფრთოვანებული უნდა ვიყოთ და რომელთა გამოც, ეს ტურნირი კოსმიური მოვლენა იქნება.

ფეხბურთის ქართველი გულშემატკივრებისთვის საინტერესო ისაა, რომ Four Four Two-ს ყურადღების ცენტრში ვილი სანიოლის გუნდიც მოექცა. ბრიტანულმა გამოცემამ ერთ-ერთ მიზეზად საქართველოს ნაკრების დებიუტი დაასახელა და „ჯვაროსნებზე“ მოკლედ ისაუბრა.

„საქართველოს, სომხეთისა და აზერბაიჯანის კავკასიური ტრიუმვირატის არც ერთ წევრს მოუპოვებია დიდ ტურნირზე თამაშის უფლება მანამ, სანამ ჯვაროსნებმა პლეიოფის შეხვედრაში არ იმარჯვეს და ევროპელი კომენტატორები სასოწარკვეთაში არ ჩააგდეს. კვარაცხელია, ზივზივაძე, ქოჩორაშვილი... ნამდვილი ჯოჯოხეთი წარმოსათქმელად“, - წერს Four Four Two.

ბრიტანული ჟურნალის მიზეზთა შორისაა შეცვლილი წესები, ჯუდ ბელინგემის დაბრუნება გერმანიაში, ახალი ბურთი, მასპინძელი ქვეყანა, რომელსაც ტურნირების ჩატარება არ ეშლება, იტალიის ნაკრების კიდევ ხილვა დიდ ტურნირზე, კრიშტიანუ რონალდუსა და ლუკა მოდრიჩის ფაქტორი და ა.შ.

ფოტო: nakrebi.ge

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
„მამარდაშვილის ბოლო სასწაული მესტალიაზე“ | რას წერს Marca ქართველ მეკარეზე
„მამარდაშვილის ბოლო სასწაული მესტალიაზე“ | რას წერს Marca ქართველ მეკარეზე