ბრაგა, არტურ ჟორჟე
Aa
Aa

„ვეცდებით, ახალი ისტორია დავწეროთ“ - ბრაგას მწვრთნელი ნაპოლისთან მატჩზე

12 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის დასკვნით ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ბრაგას“ დაუპირისპირდება.

შეხვედრამდე 1 დღით ადრე პორტუგალიური გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, არტურ ჟორჟემ პრესკონფერენცია გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

რა თქვა ჟორჟემ:

გვსურს, რომ ხვალ კარგი ფეხბურთი ვითამაშოთ. ჩემპიონთა ლიგაზე სამ უძლიერეს გუნდს შევხვდით, მაგრამ უკვე ვთქვი, რომ თამაში ნებისმიერთან შეგვეძლო. ხვალინდელი მატჩი ფინალის ტოლფასია, რადგან გადაწყდება გავალთ, თუ არა ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში.  „ნაპოლი“ ძალიან ძლიერი გუნდია, რომელსაც შესანიშნავი ფეხბურთელები და მწვრთნელი ჰყავს. ჩვენის მხრივ, „ბრაგას“ ისტორიის გასაგრძელებლად უნდა ვიბრძოლოთ.

ორი ბურთით მოგება და მესიჯი ფეხბურთელების მისამართით? მესიჯი მარტივია: უნდა ვიყოთ ამბიციურები და მაქსიმუმი გავაკეთოთ. მთელი კლუბი ერთიანი უნდა იყოს, მხოლოდ ამ გზით შეგვიძლია გამარჯვება. ჩვენი შესაძლებლობების უნდა ვირწმუნოთ და ამბიციებს უნდა მივყვეთ. მაქსიმალურად კონცენტრირებულები ვართ. თამაშს არახელსაყრელი სიტუაციიდან ვიწყებთ და ორი ბურთის სხვაობით მოგება გვჭირდება, მაგრამ ჩვენი ისტორიის დაწერას ვეცდებით. „ბრაგამ“ ბოლო ხუთი შეხვედრა მოიგო, „ნაპოლიმ“ კი ზედიზედ სამ მატჩში დამარცხდა, მაგრამ ეს არაფერს ცვლის და მეტოქე მაინც ძლიერ კოლექტივად რჩება. ვიცით, იტალიის ჩემპიონებს როგორი ღირებულებები აქვთ. ვიცით სირთულეების შესახებაც, მაგრამ ეს ჩვენს ამბიციას ვერ წაგვართმევს. ვფიქრობ, საინტერესო მატჩი იქნება.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლის“ მომდევნო ეტაპზე გასასვლელად ფრეც ჰყოფნის, მარცხის შემთხვევაში კი სხვაობა ერთ ბურთს არ უნდა აღემატებოდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში, პლეი-ოფის საგზურს „ბრაგა“ მიიღებს.

„ნაპოლისა“ და „ბრაგას“ შორის შეხვედრა 12 დეკემბერს, საქართველოს დროით 23:55 საათიდან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ“ - ინსინიემ კვარა დაიცვა
„მსგავს სიტუაციაში მეც ვყოფილვარ“ - ინსინიემ კვარა დაიცვა