ჯონ ობი მიკელი: „პოჩეტინოს ჩელსის ლიდერი არ ჰყავს, ჩვენ დროს ასე არ იყო“
Aa Aa
11 დეკემბერი 2023  |  17:38

ჯონ ობი მიკელი: „პოჩეტინოს ჩელსის ლიდერი არ ჰყავს, ჩვენ დროს ასე არ იყო“

„ჩელსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ჯონ ობი მიკელმა „არისტოკრატების“ რიგებში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა. „ლურჯების“ ყოფილმა ნახევარმცველმა ძველი „ჩელსი“ გაიხსენა და განაცხადა, რომ მის გუნდში მსგავსი არაფერი ხდებოდა.

„ნუთუ უბრალოდ ვისხდებით და ვიტყვით, რომ ისევ გუნდის ხელახლა შენების პროცესში ვიმყოფებით? ამის დრო აღარაა და გამარჯვებებია საჭირო. ჩელსის შემადგენლობას რომ ვუყურებ, ვხედავ, რომ პრობლემა ლიდერების არყოლაა.

ევერტონთან მატჩში მოედანზე ვერც ერთი ლიდერი ვერ დავინახე. არავინაა, ვინც მინდორზე გავა და თანაგუნდელებს ეტყვის: „გამოფხიზლდით, რა ჯანდაბას აკეთებთ?“. ჩვენს ჩელსიში ეს ჩვეულებრივი მოვლენა იყო. როცა საშინელი თამაში გქონდა, შენთან დიდიე დროგბა, ჯონ ტერი და ფრენკ ლამპარდი მოდიოდნენ და გეუბნებოდნენ: „გამოფხიზლდი, შენი დავალება შეასრულე!“

ჩელსის მთავარ მწვრთნელს ვუყურებ და მაურისიო პოჩეტინოს არც ერთი ფეხბურთელისთვის დაუყვირია. არ უთქვამს, რომ დროა გამოფხიზლდნენ და დაკისრებული დავალებები შეასრულონ“.

შეგახსენებთ, რომ „ჩელსი“ „ევერტონთან“ 0:2 დამარცხდა და პრემიერ ლიგის სატურნირო ცხრილში მე-12 გახლავთ. „არისტოკრატები“ მომდევნო შეხვედრა 16 დეკემბერს გამართავენ და ბოლოადგილოსან „შეფილდ იუნაიტედს“ დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
კარგი ამბავი: ხვიჩა ბრაგასთან ითამაშებს
კარგი ამბავი: ხვიჩა ბრაგასთან ითამაშებს