სასტარტოში თამაში დაიმსახურა - გერმანიაში ბუდუს აქებენ
Aa Aa
11 დეკემბერი 2023  |  16:14

სასტარტოში თამაში დაიმსახურა - გერმანიაში ბუდუს აქებენ

„კარლსრუეს’’ მთავარმა მწვრთნელმა კრისტიან აიხნერმა ბუდუ ზივზივაძე სასტარტოში 14-მატჩიანი პაუზის შემდეგ ათამაშა. ბუდუ სასტარტოში პირველად მეორე ბუნდესლიგის პირველ ტურში მოხვდა, შემდეგ ზედიზედ 14 მატჩი სამატჩო განაცხადში ხვდებოდა, თუმცა სასტარტოში მხოლოდ მე-16 ტურში „ჰანოვერთან’’ დაბრუნდა, მას შემდეგ რაც „ნიურნბერგთან’’ დუბლი შეასრულა და შემდეგ როსტოკის „ჰანზას’’ შეუგდო.

კრისტიან აიხნერი: „ბუდუმ სასტარტოში თამაში დაიმსახურა. იმედი მაქვს, შესაძლებლობის გამოვლენას, რასაც ცვლილებიდან ახერხებდა, სასტარტოდანაც შეძლებს’’.

„კარლსრუემ’’ „ჰანოვერთან’’ 2 ფორვარდით ითამაშა, 20 წლის ხორვატ იგორ მატანოვიჩს ბუდუ ზივზივაძე შეუწყვილდა. აღსანიშნავია რომ

იგორ მატანოვიჩი: „ბუდუსთან ერთად ხშირად არ მითამაშია. ეს რთულია და შეწყობას დრო სჭირდება. კარგი, საშიში მოთამაშეა’’.

გერმანული გამოცემა Ka-news.de ზივზივაძესთან დაკავშირებით წერს: „კარლსრუეს’’ ფორვარდმა ბუდუ ზივზივაძემ გოლის ინსტინქტი ახლაც აჩვენა, როცა გოლი არ გაუტანია’’.

ზივზივაძემ „ჰანოვერთან'' შეხვედრა სასტარტოში დაიწყო, მოედანზე 76 წუთი გაატარა. ბუდუმ კარგი შთაბეჭდილება დატოვა და პირველი გოლი, რომელიც „ჰანოვერის“ ფეხბურთელმა მარსელ ჰალშტენბერგმა გაიტანა, მის აქტიურობას მოჰყვა. გერმანული კლუბის ქართველმა თავდამსხმელმა მეტოქის კარი თავადაც აიღო, მაგრამ მისი გოლი თამაშგარე მდგომარეობის გამო გაუქმდა.

მეორე ბუნდესლიგაში „კარლსრუე'' 18 ქულით მე-14 ადგილზეა, გასავარდნ ზონას 1 ქულით უსწრებს. წლის ბოლო შეხვედრაში, მე-17 ტურში „კარლსრუე'' შინ „ელვერსბერგს'' მიიღებს (17 დეკემბერი, 16:00).

29 წლის ზივზივაძემ მეორე ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 15 მატჩში (2 სასტარტოში) 4 გოლი შეაგდო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები