ჟოზე მოურინიო
Aa
Aa

Ball Boy-ს წერილი გაატანა | რა მითითება მისცა ჟოზემ რუი პატრისიუს

იტალიის სერია A-ს მე-15 ტურში, ჟოზე მოურინიოს „რომა“ „ფიორენტინას“ შეხვდა. პორტუგალიელი სპეციალისტის გუნდი ქულას დასჯერდა და მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა, მისი მიმდინარეობისას კი საინტერესო მომენტი დაფიქსირდა.

შეხვედრის 90-ე წუთზე, როცა ანგარიში 1:1 იყო, მოურინიომ გადაწყვიტა, მეკარისთვის, რუი პატრისიუსთვის მითითება მიეცა. სამწვრთნელო შტაბის წევრებს კარის უკან მისვლის უფლება არ აქვთ, რის გამოც, „განსაკუთრებულს“ ბურთის მომწოდებელი ბიჭუნას დახმარება დასჭირდა. ჟოზემ ფურცელზე დაწერა, ფეხბურთელებს რა უნდა გაეკეთებინათ, შემდეგ კი ის Ball Boy-ს გაატანა, რომელმაც ფურცელი „ჯალოროსის“ მეკარეს გადასცა.

იტალიური პრესის ინფორმაციით, მოურინიოს მითითება „ფიორენტინას“ კუთხურებისას რომაელთა დაცვას ეხებოდა. პორტუგალიელმა სპეციალისტმა კარი დახატა, დაწერა ფეხბურთელთა გვარები, რომლებიც ძელებთან უნდა დამდგარიყვნენ (სტეფან ელ შაარავი, ედოარდო ბოვე) და პატრისიუს უკეთესი პოზიციის შერჩევისკენ მოუწოდა. პატრისიუმ ჟოზეს მითითება წაიკითხა და ფურცელი ბურთის მომწოდებელ ბიჭუნას დაუბრუნა, რომელმაც განაცხადა, რომ მის სუვენირად შენახვას აპირებს.

სხვათა შორის, „ვიოლასთან“ მატჩში „რომას“ ორი ფეხბურთელი გაუძევეს და მსაჯმა წითელი ბარათი ნიკოლა ზალევსკისა და რომელუ ლუკაკუს უჩვენა. მომხდარის გამო, დედაქალაქელები უკმაყოფილო იყვნენ და მატჩის შემდეგ, მოურინიომ და „რომას“ ფეხბურთელებმა ჟურნალისტებთან საუბარზე უარი თქვეს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ჩემი მომდევნო მეტოქე მერაბ დაშაზვილია“ | სეხუდომ მანქანასთან ჩხუბი დაადასტურა
„ჩემი მომდევნო მეტოქე მერაბ დაშაზვილია“ | სეხუდომ მანქანასთან ჩხუბი დაადასტურა