„ხვიჩა ვეტერანებს ძალიან აბრაზებდა“ - ლოკომოტივის ყოფილი ფეხბურთელი
Aa Aa
10 დეკემბერი 2023  |  18:54

„ხვიჩა ვეტერანებს ძალიან აბრაზებდა“ - ლოკომოტივის ყოფილი ფეხბურთელი

მოსკოვის „ლოკომოტივის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ნიკოლაი ტიტკოვმა რუსულ Match TV-სთან ინტერვიუს დროს ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა და „ლოკომოტივში“ მისი ყოფნის პერიოდი გაიხსენა.

რას ამბობს ტიტკოვი:

როდესაც ლოკომოტივში მოვიდა, აშკარად ჩანდა, რომ შესანიშნავი ფეხბურთელი იყო. იური პალიჩს მისი სჯეროდა და უყვარდა. მისი წასვლა „ლოკომოტივისთვის“ დიდი დანაკარგი იყო. „რუბინში“ ყოფნის პერიოდში, ლეონიდ სლუცკისთან ხვიჩამ უფრო მეტად გამოავლინა თავისი თავი. „ნაპოლიში“ ასე ძლიერად ტყუილად არ თამაშობს და ამას ისიც მოწმობს, რომ იტალიის ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა.

მისი დრიბლინგები მშვენიერი იყო, ყველას მაგრად უმკლავდებოდა, ზოგიერთ ვეტერანს კი ძალიან აბრაზებდა. მახსოვს, ერთხელ მიხალიკს ბურთი ფეხებს შორის გაუძვრინა და ტარასი ამაზე ძალიან გაბრაზდა. მოედანზეც კი შევვარდი მის დასაწყნარებლად, მაგრამ მალევე დამშვიდდა.

შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელია „ლოკომოტივში“ 2018/19 წლებში თამაშობდა. ამ დროის პერიოდში, ქართველმა ფეხბურთელმა მოსკოვურ კლუბში 10 შეხვედრა ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
„ლავეცის მსგავსი პრობლემა აქვს... მაცარი კვარას სწორედ ამას სთხოვს“
„ლავეცის მსგავსი პრობლემა აქვს... მაცარი კვარას სწორედ ამას სთხოვს“