გიორგი ჩაკვეტაძე
Aa
Aa

ჩაკვე დაბრუნდა და 10 წუთი ითამაშა - უოტფორდმა საუთჰემპტონს ვერ მოუგო

ინგლისის ჩემპიონშიფის მორიგ ტურში „უოტფორდმა“ „საუთჰემპტონს“ უმასპინძლა. მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა და გუნდებმა ქულები გაიყვეს.

56-ე წუთზე ადამსმა სტუმრებმა დააწინაურა, ხოლო „უოტფორდმა“ წონასწორობა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში აღადგინა. თავი ჰეილიმ გამოიჩინა.

მატჩის მე-80 წუთზე მთავარმა მწვრთნელმა მინდორზე გიორგი ჩაკვეტაძე შეიყვანა. ქართველ ფეხბურთელს თავის გამოსაჩენად ბევრი დრო არ ქონდა. „ჩაკვე“ ბურთს სულ 6-ჯერ შეეხო, 5 პასი გააკეთა(4 ზუსტი) და 1 წარმატებული დრიბლინგი ჰქონდა.

ცნობისთვის, ამ მატჩის შემდეგ, „უოტფორდს“ სატურნირო ცხრილში 28 ქულა დაუგროვდა და მე-10 პოზიციაზე იმყოფება. შემდეგ ტურში გიორგის გუნდი „იფსვიჩს“ უმასპინძლებს. მატჩი 12 დეკემბრით თარიღდება და თბილისის დროით 23:45-დან დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მოთამაშეებმა სტანდარტი უნდა აიმაღლონ - საკოლონი მესისთან შეხვედრას გეგმავს
მოთამაშეებმა სტანდარტი უნდა აიმაღლონ - საკოლონი მესისთან შეხვედრას გეგმავს