ლიონელ მესი, ლიონელ სკალონი
Aa
Aa

მოთამაშეებმა სტანდარტი უნდა აიმაღლონ - საკოლონი მესისთან შეხვედრას გეგმავს

როგორც მოგეხსენებათ, ლიონელ სკალონი არგენტინის ნაკრების დატოვებაზე ფიქრობს. ამის მიზეზად „ალბისელესტეს“ გარშემო არსებული გვერდითი მოვლენები გახლავთ.

მაგალითისთვის შეგვიძლია ბრაზილიასთან მატჩი მოვიყვანოთ. სტადიონზე გულშემატკივრებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. გარდა ამისა, ახალგაზრდა სპეციალისტი საკუთარი ფეხბურთელებითაც უკმაყოფილოა.

ცნობილი ჟურნალისტი ესტებან ედული იუწყება, რომ სკალონი რამდენიმე დღეში მესის შეხვდება და როგორც კაპიტანს რამდენიმე საკითხის მოგვარებას დაავალებს. მას სურს, რომ რამდენიმე მოთამაშემ საკუთარი სტანდარტი აიმაღლოს.

ასევე ცნობილია, რომ სკალონის არც ლიონელ ემსის საქციელი მოეწონა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როდესაც ბრაზილიასთან შეხვედრის დროს, მესიმ თანაგუნდელები მოედნიდან გასახდელში გაიყვანა. როგორც აღმოჩნდა, 8 ოქროს ბურთის მფლობელმა ეს გადაწყვეტილება მთავარ მწვრთნელთან კონსულტაციის გარეშე მიიღო, რამაც სკალონი აღაშფოთა.

ბრაზილიასთან თამაშის შემდეგ სკალონიმ განაცხადა:

„არგენტინას“ სჭირდება მწვრთნელი, რომელიც ენერგიით სავსეა. მე ცოტა ხნით უნდა გავჩერდე და ბევრ რამეზე ვიფიქრო.“

GOAL-ის ინფორმაციით, ახალგაზრდა სპეციალისტი „ალბისელესტეს“ 2024 წლის კოპა ამერიკაზე გაუძღვება და ვარაუდობს, რომ პოსტს სწორედ ტურნირის დასრულების შემდეგ დატოვებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
გულიტი: ანჩელოტი გუარდიოლასა და ფერგიუსონზე მაღლა დგას
გულიტი: ანჩელოტი გუარდიოლასა და ფერგიუსონზე მაღლა დგას