„ხვიჩას გარეშე ნაკლები სანერვიულო გვექნება“ | ლუქსემბურგელთა თავკაცი საქართველოსთან მატჩზე
Aa Aa
8 დეკემბერი 2023  |  22:00

„ხვიჩას გარეშე ნაკლები სანერვიულო გვექნება“ | ლუქსემბურგელთა თავკაცი საქართველოსთან მატჩზე

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის 2024 წლის ჩემპიონატის საგზურისთვის ბრძოლას ლუქსემბურგთან გასამართი მატჩით დაიწყებს. „წითელი ლომების“ მთავარმა მწვრთნელმა, ლუკ ჰოლცმა „ჯვაროსნებთან“ ჩანიშნულ დაპირისპირებასა და ხვიჩა კვარაცხელიას დისკვალიფიკაციაზე ისაუბრა.

„უმაღლეს წერტილზე ჯერ არ ვიმყოფებით და კიდევ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. ჩვენი მიზანია, მივაღწიოთ უფრო დიდ წარმატებას, ვიდრე ეს 2023 წელს გავაკეთეთ. ამ მომენტისთვის, მხოლოდ საქართველოსთან მატჩზე ვფიქრობთ და ეს შეხვედრა ჩვენი კარიერის ყველაზე ამაღელვებელი დაპირისპირება იქნება.

კვარაცხელიას დისკვალიფიკაცია? როცა უეფასგან წერილი მივიღეთ, ნათელი არ იყო, ბარათები ერთა ლიგის პლეიოფზე ვრცელდებოდა თუ არა. მოგატყუებთ რომ გითხრათ, რომ მსოფლიო დონის ფეხბურთელის არყოფნა უდიდეს განსხვავებას არ შექმნის. ხვიჩას არყოფნის გამო, ნაკლები სანერვიულო მექნება, მაგრამ დანაკლისი ჩვენც გვაქვს და დანელ სინანის გარეშე ვითამაშებთ“.

შეგახსენებთ, რომ „ჯვაროსნები“ 21 მარტს „წითელ ლომებს“ უმასპინძლებენ, გამარჯვების შემთხვევაში კი საბერძნეთისა და ყაზახეთის წყვილში მოგებულს დაუპირისპირდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
„500 მილიონად ფეხით ჩავალ“ | ანჩელოტის ხუმრობა საუდის არაბეთზე
„500 მილიონად ფეხით ჩავალ“ | ანჩელოტის ხუმრობა საუდის არაბეთზე