ილია თოფურია, ალექსანდრ ვოლკანოვსკი, რობერტ უიტეკერი
Aa
Aa

„ვოლკანოვსკის საქმე მარტივად არ ექნება თუ...“ | ყოფილი ჩემპიონი ილია VS ალექსზე

UFC-ის საშუალო წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, რობერტ უიტეკერმა ილია თოფურიასა და ალექსანდრ ვოლკანოვსკის ბრძოლაზე ისაუბრა. უიტეკერის მიხედვით, „ელ მატადორმა“ „ვოლკის“ მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინოს და მასთან ჩხუბს მთელი სერიოზულობით მოეკიდოს.

„არ აქვს მნიშვნელობა, ვოლკანოვსკი ილიასთან ჩხუბს როგორ ფორმაში შეხვდება. მათი ბრძოლა ნებისმიერ შემთხვევაში ძალიან საინტერესო იქნება. ალექსი გამოცდილი, მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო და სავარაუდოდ, ქვემსუბუქი წონითი დივიზიონის ისტორიაში საუკეთესო ჩემპიონია. სწორედ ამიტომ, თოფურიამ მის მიმართ პატივისცემა უნდა გამოიჩინოს.

ილიას დიდი სამუშაოს გაწევა მოუწევს თუ ოქტაგონზე გავა ვოლკანოვსკი, რომელიც ისლამ მახაჩევთან ჩხუბამდე გამართულ ბრძოლებში ვნახეთ. თუმცა, არც ვოლკანოვსკის ექნება მარტივად საქმე თუ თოფურია გამარჯვებას მოწყურებული იქნება. ვფიქრობ, თანაბარ ბრძოლას ვიხილავთ და საინტერესო სანახაობა გველოდება“.

შეგახსენებთ, რომ „ელ მატადორისა“ და ალექსანდრ ვოლკანოვსკის საჩემპიონო ბრძოლა 2024 წლის 17 თებერვალს (თბილისის დროით, 18 თებერვალს), UFC 298-ზე გაიმართება. დენა უაითის ინფორმაციით, ღონისძიებას ანაჰაიმი უმასპინძლებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„კალაძეს ადარებენ, ხასიათის სიმტკიცით გამოირჩევა“ - გოგლიჩიძე სერია A-ში?
„კალაძეს ადარებენ, ხასიათის სიმტკიცით გამოირჩევა“ - გოგლიჩიძე სერია A-ში?