ჩავი ერნანდესი, რონალდინიო, ლიონელ მესი, ზინედინ ზიდანი, რობერტო კარლოსი, ანდრეს ინიესტა, რონალდო ნაზარიო
Aa
Aa

2000-იანი წლების ლა ლიგის საუკეთესოები | რონალდინიო პირველია, მესი - მეორე

ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ჟურნალმა, FourFourTwo-მ ესპანეთის ლა ლიგის 2000-იანი წლების საუკეთესო ფეხბურთელები დაასახელა. პირველ, მეორე და მესამე ადგილებს „ბარსელონას“ წარმომადგენლები იკავებენ, რაც გასაკვირი არავისთვისაა.

FourFourTwo-მ პირველი პოზიცია რონალდინიოს არგუნა. მეორე ადგილზე ლიონელ მესი იმყოფება, სამეულს კი ჩავი ასრულებს. „ბლაუგრანას“ ტრიოს შემდეგ, „რეალის“ ორ წარმომადგენელს ვხედავთ. ბრიტანულმა ჟურნალმა მეოთხე ადგილზე რაული გაამწესა, მეხუთეზე - ზინედინ ზიდანი.

საინტერესოა, რომ FourFourTwo-ს ათეულში მხოლოდ „რეალისა“ და „ბარსელონას“ ფეხბურთელები მოხვდნენ. ანდრეს ინიესტასა და სამუელ ეტოოს მეექვსე და მეშვიდე ადგილები უკავიათ, რობერტო კარლოსი მერვეა, დანი ალვეში - მეცხრე, რონალდო - მეათე.

ყველაზე მაღალი პოზიციის მქონე მოთამაშე, რომელიც „რეალს“ ან „ბარსელონას“ არ წარმოადგენს დიეგო ფორლანია. ურუგვაელი თავდამსხმელი მე-12 გახლავთ და მასზე წინ ლუიშ ფიგუ იმყოფება. ფორლანდის შემდეგ ვხედავთ დავიდ ვილიას, ფერნანდო ტორესსა და კარლეს პუიოლს, იკერ კასილიასი კი მე-16 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
ასტრონომიული შეთავაზება | მანჩესტერმა არაუხოს შესაძენად ყველაფერი გააკეთა
ასტრონომიული შეთავაზება | მანჩესტერმა არაუხოს შესაძენად ყველაფერი გააკეთა