5 ფეხბურთელი, რომელმაც წასვლის შემდეგ გუნდს შეურაცხყოფა მიაყენა
Aa
Aa

5 ფეხბურთელი, რომელმაც წასვლის შემდეგ გუნდს შეურაცხყოფა მიაყენა

ფეხბურთელისა და გუნდის ურთიერთობა ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. ბევრი კონფლიქტი გვინახავს, რომელმაც სახელი ორივე მხარეს გაუფუჭა.

გუნდიდან წასვლის შემდეგ, განაწყენებულ ფეხბურთელებს ყოფილი კლუბების მიმართ უხეში კომენტარის გაკეთება სჩვევიათ ხოლმე.

გთავაზობთ ბოლო წლების 5 ყველაზე გახმაურებულ "დაშორებას":

ნეიმარი "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ:

"მე "ბარსელონას" ბორდზე სათქმელი არაფერი მაქვს. მათი საქციელით იმედგაცრუებული ვარ. კატალონიაში 4 სეზონი გავატარე და მე ბედნიერი ვიყავი. "ბარსა" მედნიერმა დავტოვე. თუმცა, მე ბედნიერი ხელმძღვანელობის გამო არ ვყოფილვარ. "ბლაუგრანა" უკეთეს ბორდს იმსახურებს."

პეპე "რეალიან" წასვლის შემდეგ:

"გუნდმა მე ორწლიანი კონტრაქტი არ შემომთავაზა. მათი წინადადება მხოლოდ ერთი სეზონი იყო. რა თქმა უნდა, მე უარი განვაცხადე და მადრიდი დავტოვე. იყო გზა, რომ კლუბს ჩემთან მოლაპარაკებები ეწარმოებინა, მაგრამ ეს არ გააკეთეს. ამ ფაქტმა გამაღიზიანა. ერა დასრულდა და ახლა ახალი იწყება.

საგადასახადო ორგანოს გამოძიების პროცესის დროს, "რეალმა" მხარი არ დამიჭირა. თქვენ ნახეთ, რომ მე ყველაფერი რიგზე მქონდა, მაგრამ მათი მხარდაჭერა არსად ჩანდა.

"ბეშიქთაშს" საოცარი ქომაგები ჰყავს. ხანდახან, "ბერნაბეუზე" თამაშის დროს საკუთარ თავს მოტივაციას ჩვენვე ვაძლევდით, რადგან ქომაგები მოწოდების სიმაღლეზე ვერ იდგნენ."

ბალოტელი "ლივერპულიდან" წასვლის შემდეგ:

"ეს ჩემს ცხოვრებაში უდიდესი შეცდომა იყო. "ლივერპულის" შესანიშნავი ქომაგები იმსახურებენ იმას, რომ სიმართლე ვუთხრა. მათთან პირველივე დღიდან კარგი ურთიერთობა მქონდა. ერთადერთი რაც არ მომწონდა გუნდი იყო. მე "ენფილდზე" ყოფნის დროს ორი მწვრთნელი მყავდა - ბრენდან როჯერსი და იურგენ კლოპი. მათ ჩემზე კარგი შთაბეჭდილება არ მოუხდენიათ. ჩვენ ურთიერთობა ვერ დავალაგეთ."

იბრაჰიმოვიჩი "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ:

" "ბარსელონაში" თამაში ჩემი ოცნება იყო. მაგრამ, შემდეგ იმ დასკვნამდე მივედი, რომ უმჯობესი იქნება, თუ თქვენ ოცნებების განხორციელების ნაცვლად მათ შეინახავთ.

"ბარსაში" გადასვლა "აიაქსში" დაბრუნებას გავდა. ეს სკოლაში დაბრუნების მსგავსი იყო. გუნდში არცერთი მათგანი არ გავდა ვარსკვლავს, რაც ცოტა არ იყოს უცნაური იყო. მესი, ჩავი, ინიესტა ისინი სკოლის მოსწავლეებს გავდნენ. მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები გასახდელში თავდახრილები იდგნენ. მე არაფერი მესმოდა. ეს სასაცილო იყო."

დანი ალვეში "ბარსელონადან" წასვლის შემდეგ:

"მე მომწონს, როცა ვუყვარვარ, ხოლო როცა აღარ ვუყვარვარ, ვდგები და მივდივარ. "ბარსადან" წასვლა თავისუფლების მოპოვება იყო. ბოლო სამი სეზონის განმავლობაში პრესა სულ წერდა, რომ გუნდიდან წასვლას ვაპირებდი, თუმცა მე რეჟისორები (ბორდი) არასდროს არაფერს მეუბნებოდნენ. ისინი ნამდვილი მატყუარები იყვნენ. პატივს საერთოდ არ მცემდნენ.

ვინც ახლა "ბარსელონას" მართავს, არ იცის თუ როგორ უნდა მოეპყროს მოთამაშეებს."

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები