„კვარა და ოსიმენი ინდივიდუალურად ძლიერები არიან, მაგრამ...“ - ჯაკერინი ნაპოლი-იუვეს მატჩზე
Aa Aa
7 დეკემბერი 2023  |  10:39

„კვარა და ოსიმენი ინდივიდუალურად ძლიერები არიან, მაგრამ...“ - ჯაკერინი ნაპოლი-იუვეს მატჩზე

„ნაპოლისა“ და ტურინის „იუვენტუსის“ ყოფილმა ფეხბურთელმა, ემანუელე ჯაკერინიმ Tuttomercatoweb-თან ინტერვიუს დროს „პარტენოპეისა“ და „ბინაკონერის“ შორის გასამართ მატჩზე ისაუბრა და საკუთარი პროგნოზი დააფიქსირა.

რას ამბობს ჯაკერინი:

ვეთანხმები იმ მოსაზრებას, რომ „ნაპოლი“ შეეცდება უფრო მეტად ტექნიკური თამაში ითამაშოს - მეტი დრიბლინგი და ერთი-ერთზე თამაში, „იუვენტუსი“ კი ეცდება მიღებული სივრცეების ათვისებას გრძელი პასებით, კონტრშეტევებზე. ვფიქრობ, უფრო მეტად „ნაპოლის“ გაუჭირდება, რადგან ინდივიდუალურად ძლიერი მოთამაშეების მიუხედავად, როგორებიც არიან კვარა და ოსიმენი, დაცვაში პრობლემებს ვხედავ. მაცარის გუნდს წარმატების მისაღწევად სრულყოფილი მატჩის ჩატარება მოუწევს, რომელშიც 90 წუთის განმავლობაში გამუდმებით კონცენტრირებული უნდა იყოს, განსხვავებით ტურინელებისგან, რომლებიც თავს ხაზებს უკან დაიცავენ და კონტრშეტევებზე ითამაშებენ. ასეა თუ ისე, ერთამენთს ორი ძლიერი გუნდი დაუპირისპირდება და ორმხირივ შეტევები იქნება. ვფიქრობ, რომ 1:1 დასრულდება, ბედნიერებას არცერთს მივანიჭებ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსისა“ და „ნაპოლის“ დაპირისპირება 8 დეკემბერს, საქართველოს დროით 23:45 საათზე ტურინში გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები

ასევე დაგაინტერესებთ
„რა დაემართა დუეტს, რომელიც ოქროს ბურთის რეიტინგში მოხვდა?“ - Gazzetta კვარა-ოსის აკრიტიკებს
„რა დაემართა დუეტს, რომელიც ოქროს ბურთის რეიტინგში მოხვდა?“ - Gazzetta კვარა-ოსის აკრიტიკებს