ხვიჩა კვარაცხელია, მადრიდის რეალი
Aa
Aa

„მკითხა, იტალიის ნაკრებში ხომ არ ითამაშებო“ - კვარა სპალეტისთან შეხვედრაზე, რეალზე და ნაპოლიზე

საქართველოს ნაკრებისა და „ნაპოლის“ ქართველმა ფეხბურთელმა, ხვიჩა კვარაცხელიამ იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის დაჯილდოების დასრულების შემდეგ პირველი კომენტარი „Geo Team“-თან გააკეთა და განვლილი სეზონი შეაფასა. 22 წლის ფეხბურთელმა ამის გარდა სპალეტისთან შეხვედრაზეც ისაუბრა და ასევე, აღნიშნა, რომ „ნაპოლის“ გარდა არცერთ კლუბზე არ ფიქრობს.

რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ:

2022/23 წელი ძალიან კარგი გამოვიდა, იმიტომ რომ „ნაპოლისთან“ ერთად ჩემპიონი გავხდი, მაგრამ 23/24-ს უკეთესს ვისურვებდი. როგორც ყველა ფეხბურთელს, მეც გაუმჯობესება მინდა და ვისურვებდი, რომ უფრო მეტი ვიშრომო და რაც მთავარია, იმ ტურნირზე მოვხვდეთ, რომელსაც ყველა ერთად, მთელი საქართველო ვოცნებობთ.

ოცნება რეალში თამაშზე: მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ამ წუთას „ნაპოლიზე“ ვარ 100%-ით კონცენტრირებული. ყველაფერს ვაკეთებ, რომ ჩემს გუნდს დავეხმარო. რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, რომ ეს ყველაფერი ბავშვური გატაცება იყო. ახლა თავიდან-ბოლომდე „ნაპოლიზე“ ვარ კონცენტრირებული. მნიშვნელოვანი სეზონი და თამაშები მაქვს. აქ თავს ძალიან ბედნიერად ვგრძნობ და რაც შეეხება მომავალს, ამას დრო გვიჩვენებს. ძალიან ბევრი კარგი გუნდია, სადაც თამაშს ვისურვებდი, მაგრამ აქ, ახლა ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს.

რატომ არ აღვნიშნე „ატალანტასთან“ გოლი? ბევრი გარემოება დაემთხვა ერთმანეთს, იმასაც აღვნიშნავ, რაც ბოლო პერიოდში შეგვემთხვა, ჩემთვის ძალიან რთული იყო. ასევე, გოლის ეპიზოდში ისეთი სიტუაცია იყო, რომ შეიძლებოდა თამაშგარეში ვყოფილიყავი. ამასთან დაკავშირებით ბევრს ვერაფერს ვიტყვი, მაგრამ მინდა აღვნიშნო, რომ გოლის დროს ძალიან დიდ ემოციებს და ბედნიერებას ვგრძნობ და ფეხბურთის თამაშის დროს ყველაზე დიდ ემოციას ალბათ გოლი მანიჭებს. თუ ჩემს გულშემატკივრებს უხარიათ, რომ გოლებს აღვნიშნავ, შემდეგში აუცილებლად აღვნიშნავ.

სპალეტისთან შეხვედრა, რა მითხრა ლუჩანომ? მეხუმრა, ხომ არ მინდოდა იტალიის ნაკრებში თამაში და ვუთხარი, რომ მასთან ერთად თამაში ძალიან გამიხარდებოდა, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩემი ქვეყნისთვის ვთამაშობ. პირველ რიგში უნდა აღვნიშნო, რომ ძალიან მაგარი ადამიანია და შემდეგ, საოცარი მწვრთნელია. დიდი ხანია არ მინახავს და არ მისაუბრია, რის გამოც, მისი ნახვა ძალიან გამიხარდა. ვულოცავ საკვალიფიკაციო ეტაპის დაძლევას და ევროპის ჩემპიონატზე წარმატებებს ვუსურვებ.

შეგახსენებთ, რომ იტალიის ფეხბურთელთა ასოციაციის დაჯილდოებაზე ხვიჩა კვარაცხელიას 2022/23 წლების სეზონის საუკეთესო გოლის ავტორის პრიზი გადაეცა, რომელიც მან 11 მარტს, „ატალანტას“ წინააღმდეგ გაიტანა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დი ლორენცომ მითხრა, მეორე ფლანგზე გადამეყვანა“ | სპალეტიმ კვარაზე ისაუბრა
„დი ლორენცომ მითხრა, მეორე ფლანგზე გადამეყვანა“ | სპალეტიმ კვარაზე ისაუბრა