ხვიჩა კვარაცხელია, ვინჩენცო მონტეფუსკო
Aa
Aa

„კვარას ფლანგზე დახმარება სჭირდება...“ - ნაპოლის ექს-მწვრთნელი

„ნაპოლის“ ყოფილმა ფეხბურთელმა და შემდგომში ყოფილმა მწვრთნელმა, ვინჩენცო მონტეფუსკომ რადიო Kiss Kiss Napoli-სთან ინტერვიუს დროს „პარტენოპეის“ ამჟამინდელ მდგომარეობაზე ისაუბრა და ხვიჩა კვარაცხელიასაც შეეხო. ვეტერანმა სპეციალისტმა აღნიშნა, რომ ქართველ ფეხბურთელს ფლანგზე ნათანის თამაში ვერ ეხმარება.

რას ამბობს მონტეფუსკო:

ზოგადად, დაცვა ნახევარდაცვამაც უნდა დააზღვიოს, მაგრამ ნაპოლის ნახევარმცველები მეტოქეს თითქმის არასდროს ეთამაშებიან. გუნდი კარგ ფეხბურთს თამაშობს, მაგრამ მოსაგებ შეხვედრებს ვერ იგებს. გარსიას სანამ გაათავისუფლებდნენ, დიმაროში ბაზაზე ვნახე. ვარჯიშის დროს დავინახე, რომ არასდროს უცდია ტაქტიკური დაცვა, დღეს კი ამის გამო შეცდომები ხდება.

ნათანი? მისი ყიდვა დიდი შეცდომა იყო. მას აქვს ლამაზი ფიზიკა, კარგი მარცხენა ფეხი, მაგრამ შეტევისას საკმარისად კარგი ვერ არის, ასევე, არასტაბილურიცაა. ფლანგზე ვერ თამაშობს. კვარაცხელიას დახმარება სჭირდება, მაგრამ ნატანი მის დასახმარებლად საკმარის ტემპს ვერ ავითარებს. გუშინ თითქმის ყველა ეპიზოდში ჩამორჩა მოვლენებს და შეტევაში მხოლოდ დი ლორენცო ადიოდა.

ვფიქრობ, მაცარის დახმარება და თანადგომა სჭირდება. ჩამოსვლის შემდეგ მას გუნდში დიდი პრობლემები დახვდა, ამ ჭრილობების მოსაშუშებლად კი გარკვეული დროა საჭირო. თავდაპირველად, საჭიროა დაცვის ჭრილების გამოსწორება, შემდეგ კი მეკარე, რომელიც ნაკლებს ილაპარაკებს და ბევრს იმუშავებს.

შეგახსენებთ, რომ სერია A-ს ბოლო ტურში „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე „ინტერთან“ 0:3 დამარცხდა და სატურნირო ცხრილში მე-5 პოზიციაზე დაქვეითდა. ვალტერ მაცარის გუნდს მომდევნო შეხვედრა 8 დეკემბერს, სტუმრად „იუვენტუსთან“ ელის.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ასეთ დამცირებას არ ვიმსახურებთ“ - ნაპოლიში მსაჯობით აღშფოთებულები არიან
„ასეთ დამცირებას არ ვიმსახურებთ“ - ნაპოლიში მსაჯობით აღშფოთებულები არიან