ლუკა მაისურაძე
Aa
Aa

ტოკიოს გრანდ სლემი: ლუკა მაისურაძე ფინალშია

იაპონიის დედაქალაქ ტოკიოში დღეს 2023 წლის ბოლო გრანდ სლემი დაიწყო. მედლებისთვის დღეს 7 ქართველი ძიუდოისტი გამოვიდა, საბოლოოდ ფინალურ ბლოკში კი 3 მათგანი მოხვდა.

მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ლუკა მაისურაძე (90კგ) ფინალშია. ქართველმა ნახევარფინალში რთულ ბრძოლაში კორეელი განკი შებოჭვის ილეთით დაამარცხა. ფინალში კი მისი მეტოქე იაპონელი სანშირო მურაო იქნება.

რაც შეეხებათ სხვებს, ნახევარფინალებამდე დამაჯერებლად მივიდნენ გიორგი ტერაშვილი (73კგ) და ეთერ ლიპარტელიანი (57კგ), თუმცა ფინალში გასვლა ვერცერთმა მათგანმა ვერ შეძლო. ტერაშვილი ნახევარფინალში იაპონელ ჰაშიმოტოსთან დამარცხდა, ხოლო ლიპარტელიანი კანადელ დეგუჩისთან.

ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში ტერაშვილის მეტოქე კორეელი ლი იქნება. ლიპარტელიანის კი ტაივანელი ლიენსი.

აქვე გეტყვით, რომ დღეს ტოკიოს გრანდ სლემზე გამომსვლელი დანარჩენი 4 ძიუდოისტი - ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ), ალექსანდრე ლოლაძე (81 კგ), ლუკა ბაბუციძე (90 კგ) და სოფიო სომხიშვილი (+78 კგ) ტურნირს სამწუხაროდ ადრეულ ეტაპზე გამოეთიშნენ.

ფინალური ბლოკი ჩვენი დროით 10:30 საათზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
პიოტრ იანის მენეჯერი: „მერაბთან ჩხუბისთვის 100 პროცენტით მზად არ ვყოფილვართ“
პიოტრ იანის მენეჯერი: „მერაბთან ჩხუბისთვის 100 პროცენტით მზად არ ვყოფილვართ“