გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი
Aa
Aa

ბითაძის 23 წუთი და ეფექტური ჩატენვა - ორლანდომ ზედიზედ მერვედ მოიგო

ნაციონალური საკალათბურთო ასოციაციის მორიგ ტურში გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქი“ საკუთარ მოედანზე „ვაშინგტონ ვიზარდს“ შეხვდა და დამაჯერებლად, 19-ქულიანი სხვაობით, 139:120 დაამარცხა.

ქართველი ცენტრი მასპინძელთა სასტარტო ხუთეულში იყო და მოედანზე 23 წუთი გაატარა. ამ დროის განმავლობაში გოგამ 8 ქულა, 7 მოხსნა (1 შეტევაში), 2 ასისტი და 1 ბლოკი მოაგროვა. ასევე, ბურთი ერთხელ დაკარგა და მეტოქის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდა. ბითაძემ 4-დან 4 საჯარიმო და 5-დან 2 ორქულიანი ჩააგდო.

ორნანდოდან საუკეთესო მოთამაშე ფრენც ვაგნერი გახდა, რომელმაც 30 წუთში 31 ქულას, 6 მოხსნას და 3 ასისტს მოუყარა თავი, ვაშინგტონიდან კი კაილ კუზმა გამოირჩა - 23 ქულა, 3 მოხსნა და 6 შედეგიანი გადაცემა 34 წუთში.

18 ტურის შემდეგ, „ორლანდო მეჯიქი“ 13 მოგებით და 5 მარცხით აღმოსავლეთ კონფერენციის სატურნირო ცხრილში მეორე ადგილს იკავებენ და მხოლოდ „ბოსტონ სელტიკსს“ ჩამორჩება, რომელსაც ერთით მეტი მოგება აქვს. გოგა ბითაძის გუნდს 8-მატჩიანი მოგებათა სერია აქვს, რაც მიმდინარე სეზონში ჯერჯერობით საუკეთესო მაჩვენებელია. ორლანდოს მომდევნო შეხვედრა 2 დეკემბერს, საკუთარ მოედანზე კვლავ „ვაშინგტონ ვიზარდსის“ წინააღმდეგ ელის.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
სანდროს 6 წუთი და 2 ასისტი | სან ანტონიო ზედიზედ მე-12 შეხვედრაში დამარცხდა
სანდროს 6 წუთი და 2 ასისტი | სან ანტონიო ზედიზედ მე-12 შეხვედრაში დამარცხდა