მარკ კლატენბურგი
Aa
Aa

კლატენბურგი: ნიუკასლი გაძარცვეს, ეს პენალტი უეფას წესებს ეწინააღმდეგება

ყოფილი ინგლისელი არბიტრი მარკ კლატენბურგი, რომელიც FIFA-სა და UEFA-ს ეგიდით გამართულ ტურნირებზე წლები მუშაობდა, თვლის, რომ პსჟ-სა და „ნიუკასლის“ შეხვედრაში არასწორი პენალტი დაინიშნა.

„ნიუკასლს აქვს სრული უფლება თავი ისე იგრძნოს, რომ ისინი გაძარცვეს. კილიან მბაპესთვის ეს შანსი არ უნდა მიეცათ.

მხოლოდ ჩვენ ვითხოვთ, რომ ჩვენი მსაჯები და ვიდეო ასისტენტები იყვნენ ისეთივე ძლიერები, რამდენადაც თანმიმდევრულები არიან გადაწყვეტილების მიღებაში.

მონიტორზე ყურებისას, მარჩინიაკი რწმუნდება, რომ ლივრამენტოს ხელი გაშლილი აქვს - სპეციფიკური კუთხის გამო, რომელსაც VAR-ი მას აჩვენებს. ეს ასე არ იყო. სატელევიზიო გადაცემის წყალობით, ყველამ დავინახეთ კუთხე კარის უკან, მაგრამ VAR-მა ეს მარჩინიაკს არ აჩვენა.

ლივრამენტომ ამ მოძრაობით სხეულის ფართობი არ გაზარდა. მისი მოძრაობიდან გამომდინარე მისი ხელი ბუნებრივ მდგომარეობაში იყო. მას ამაზე რეაგირების დრო არ ჰქონდა.

ეს ჯარიმა უეფას ყველა სახელმძღვანელოს ეწინააღმდეგებოდა. ისინი გაძარცვეს, ნიუკასლმა ამის გამო დიდი ზარალი ნახა“. - წერს მარკ კლატენბურგი.

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-5 ტურის მატჩი ანგარიშით 1:1 დასრულდა. პსჟ დამარცხებას გადაურჩა, „ნიუკასლს“ კი საქმე რთულად აქვს.

დღეს ცნობილი გახდა, რომ უეფამ „რეალ სოსიედადისა“ და „ზალცბურგის“ თამაშიდან VAR-ის მსაჯი კვიატკოვსკი, რომელმაც „ნიუკასლის“ კარში საეჭვო პენალტი დანიშნა, შეხვედრიდან მოხსნა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ყურადღება ქართველი მარგალიტისკენ“ - ბეტისი 16 წლის სალიას უმიზნებს
„ყურადღება ქართველი მარგალიტისკენ“ - ბეტისი 16 წლის სალიას უმიზნებს