ალჯოს პოსტი სოციალურ ქსელებში: „ამიტომ არ ვიჩხუბებ ჩემს ძმასთან, მერაბთან“
UFC-ის სუპერ მსუბუქი წონითი დივიზიონის ყოფილმა ჩემპიონმა, ალჯამეინ სტერლინგმა სოციალურ ქსელში პოსტი გამოაქვეყნა და მერაბ დვალიშვილი ახსენა. „ალჯომ“ კოლბი კოვინგტონსა და ხორხე მასვიდალზე გადაღებული ვიდეო გაავრცელა და დაასახელა მიზეზი, რომლის გამოც, „მანქანასთან“ არ იჩხუბებს.
„რეალურად, საშინელი სანახავია, როგორ ხდებიან მტრები ის მებრძოლები, რომლებიც ოდესღაც უახლოესი მეგობრები და ერთმანეთის სპარინგ-პარტნიორები იყვნენ. მორიგი შეხსენება იმისა თუ რატომ არასდროს შევაქცევ ზურგს ჩემს ძმას, მერაბ დვალიშვილს რამდენიმე დოლარისა და მსოფლიოს გამხიარულების სანაცვლოდ“.
This is actually pretty shit to see how things went left for these guys who were once good friends and training partners.
— Aljamain Sterling (@funkmasterMMA) November 26, 2023
Just a reminder of why I would never turn my back on my brother, Merab, for a few dollars, for the world’s “amusement”. https://t.co/bNlxxGDjgR
შეგახსენებთ, რომ კოლბი კოვინგტონი და ხორხე მასვიდალი ახლო მეგობრები იყვნენ და ურთიერთობა მას შემდეგ გაუფუჭდათ, რაც კოვინგტონმა მასვიდალს ერთ-ერთ მწვრთნელს, ჩხუბის შემდეგ ჰონორარი არ გადაუხადა. კოვინგტონმა და მასვიდალმა UFC-ის ეგიდით იჩხუბეს კიდეც და გამარჯვება კოლბის დარჩა.
ცნობისთვის, პრაქტიკულად გადაწყვეტილია, რომ მერაბი მომდევნო ბრძოლას ორი წონითი დივიზიონის ყოფილი ჩემპიონის, ჰენრი სეხუდოს წინააღმდეგ გამართავს. სტერლინგის მომდევნო მეტოქის შესახებ კი ჯერჯერობით არაფერა ცნობილი.