ზინედინ ზიდანი, ჟოზე მოურინიო, გუტი
Aa
Aa

გუტი მოურინიოზე: „მის დროს რეალის თამაშების ყურება მეზარებოდა“

მადრიდის „რეალის“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა, გუტიმ El Chiringuito-სთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ ზინედინ ზიდანს „სამეფო კლუბის“ მთავარ მწვრთნელად კიდევ ერთხელ იხილავდა.

რას ამბობს გუტი:

ზინედინ ზიდანის „რეალში“ ხილვა ისევ მინდა. ჟოზე მოურინიო? მის დროს „რეალის“ თამაშები ერთ-ერთი ყველაზე უინტერესო იყო. მატჩების ყურება მეზარებოდა და ეს რეალობაა. ეს მწვრთნელი მადრიდის „რეალს“ არ შეეფერება.

რატომ უნდა მოვიდეს ზიდანი მესამედ? არიან მწვრთნელები, რომლებსაც ამ კლუბში დიდი ხნის განმავლობაში მუშაობა შეუძლიათ, რადგან ისინი სრულყოფილები არიან, ზიდანი კი ამ მწვრთნელთა კატეგორიას მიეკუთვნება.

შეგახსენებთ, რომ ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ გუნდიდან კარლო ანჩელოტის წასვლის შემდეგ, „რეალი“ შესაძლოა ჟოზე მოურინიომ ჩაიბაროს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მალდინი: „მესის დამატებას 10 დღე ვცდილობდით, მაგრამ...“
მალდინი: „მესის დამატებას 10 დღე ვცდილობდით, მაგრამ...“