მესი: სადღაც წაგება მოგვიწევდა, ეს გამოცდაა
Aa
Aa

მესი: სადღაც წაგება მოგვიწევდა, ეს გამოცდაა

ლეო მესიმ ურუგვაისთან მარცხის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და შეხვედრა შეაფასა.

„ვიცოდით როგორი თამაში გველოდა. ჩვენთვის რთული იყო. ისინი ინტენსიურად მოქმედებენ, ურუგვაის ნაკრებში ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები თამაშობენ, ისინი ნახევარდაცვაში სწრაფები არიან. ჩვენი ფეხბურთის პოვნა გაგვიჭირდა.

გუნდს ბიელსას ხელი ეტყობა. ყველა გუნდში, სადაც მუშაობდა, მათ შორის არგენტინის ნაკრებში, მისი ხელწერა ჩანდა. მათ კარგი შემადგენლობა ჰყავთ და კარგად თამაშობენ.

რაღაც მომენტში, სადღაც წაგება მოგვიწევდა. ეს გამოცდაა. დიდი ხანია ვამბობ, რომ ეს შეიძლება მომხდარიყო. ახლა ჩვენ უნდა დავბრუნდეთ და ბრაზილიასთან კარგად ვითამაშოთ“,

- განაცხადა მესიმ.

არგენტინა 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე შინ ურუგვაისთან 0:2 დამარცხდა. 22 ნოემბერს, „ალბისელესტე“ სტუმრად ბრაზილიას დაუპირისპირდება.

აქვე გეტყვით, რომ „ლა სელესტემ“ არგენტინაში 1989 წლის შემდეგ, პირველი შეხვედრის მოგება შეძლო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„მაცარიმ კვარას უყურა... შესაძლოა ამან ნაპოლის ტაქტიკის შეცვლა აიძულოს“
„მაცარიმ კვარას უყურა... შესაძლოა ამან ნაპოლის ტაქტიკის შეცვლა აიძულოს“