„უფროსებისგან პატივისცემა უნდა ისწავლონ“ - მესი უგარტეს უხამს ჟესტზე
არგენტინა ურუგვაის მატჩი ტრადიციულად დაძაბული და ემოციური მომენტებით სავსე იყო.
21-ე წუთზე კი მატჩში არასასიამოვნო მომენტიც დაფიქსირდა, როცა მანუელ უგარტემ როდრიგო დე პაულს უხამსი ჟესტი გაუკეთა.
უგარტესა და დე პაულს შორის შელაპარაკება მოხდა, რასაც ეს ჟესტი მოჰყვა.
არგენტინამ ჯარიმა დარტყმა, შემდეგ კი დე პაულისა და უგარტესთან კამათი გაგრძელდა. პსჟ-ს ნახევარმცველა არგენტინელს ჟესტი არ აკმარა და რამდენიმე უხამსი ფრაზაც ესროლა: „მესის მ***ელი ხარ!“
ამ ინციდენტს პრესაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. მატჩის შემდგომ კომენტარი ლეო მესიმაც გააკეთა.
„ასეთი მატჩებისთვის მსგავსი ეპიზოდები ნორმალურია. ურუგვაი ყოველთვის ასეთია. არაფერი განსაკუთრებული არ მომხდარა.
მირჩევნია რასაც ვფიქრობ არ ვთქვა. ურუგვაის ახალგაზრდა და კარგი თაობა ჰყავს, მაგრამ მათ უფროსებისგან პატივისცემა უნდა ისწავლონ. ეს მატჩები ყოველთვის დაძაბული იყო, თუმცა ასევე ფეხბურთელებს შორის დიდი პატივისცემა იყო.
მათ ცოტათი მეტის სწავლა მართებთ“.
- განაცხადა მესიმ.
შეგახსენებთ, რომ ურუგვაიმ მატჩი 2:0 მოიგო. „ლა სელესტემ“ არგენტინაში 1989 წლის შემდეგ, პირველი შეხვედრის მოგება შეძლო.