საბა ინანეიშვილი, ზაურ დვალაშვილი, კოტე კაპანაძე
Aa
Aa

23-წლამდე ევროპის ჩემპიონატი | ქართველი ჯუდოკების პირველი მეტოქეები

17-19 ნოემბერს, გერმანიის ქალაქ პოტსდამში 23-წლამდე ასაკის ჯუდოკებს შორის, ევროპის ჩემპიონატი გაიმართება. ტურნირზე საქართველო 12 ფალავნით იქნება წარმოდგენილი და მათი პირველი მეტოქეების ვინაობა დღეს გაირკვა.

-66 კილოგრამ წონით კატეგორიაში, მე-18 ნომრად განთესილი ალეკო კასრაძე პირველ წრეში გერმანელ დავიდ იკს დაუპირისპირდება, რომელიც მე-19 ნომერი გახლავთ. -73-ში, კოტე კაპანაძე პირველი ნომერია და ოქროს მედლისთვის ბრძოლას მეორე რაუნდიდან, მარკუს ლუჰასთან დაიწყებს. ამავე წონით დივიზიონში, ლუკა კაპანაძე მე-13 ნომერ გადირ ჰუსეინოვს შეხვდება.

-81-ში, ზაურ დვალაშვილი მეორე ნომრადაა განთესილი და პირველი მატჩი მე-15 ნომერ დომინიკ როზიჩთან ელის. -90-ში, მოქმედი ჩემპიონი, ნიკა ხარაზიშვილი პირველ რაუნდში ბოზიდარ ვუჩურევიჩს გაეჯიბრება. -100-ში, საქართველოს ნაკრების ღირსებას ორი ჯუდოკა დაიცავს. ერეკლე ბაზიერიშვილი ფრანჩესკო ბასოს (მე-16 ნომერი) შეხვდება, მიხეილ ჯაფარიძე - ალექსანდრუ სისიბანს (მე-19 ნომერი). +100-ში, საბა ინანეიშვილი პირველი ნომერია და მედლისთვის ბრძოლას მეორე რაუნდიდან, რეჯეფ ერგინთან დაიწყებს. ირაკლი დემეტრაშვილი კარლ პრილინ ტურკს შეხვდება.

გოგონათა შორის, ნინო ლოლაძე, რომელიც მეორე ნომრადაა განთესილი, მეორე რაუნდში კაროლინა სიენიკასა და ვანესა ტოლეას წყვილის გამარჯვებულს დაუპირისპირდება. -70-ში, ნინო გულბანი პია-ჟაკლინ კრაფტს გაეჯიბრება, +78-ში, სალომე მაყიშვილი ანასტასია ბოგდანოვიჩს შეხვდება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მამაცაშვილის გასროლით მოგებული მატჩი | 21-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა
მამაცაშვილის გასროლით მოგებული მატჩი | 21-წლამდე ნაკრებმა ჩრდილოეთ მაკედონია დაამარცხა