გიორგი მიქაუტაძე, ვილი სანიოლი, ბუდუ ზივზივაძე, საქართველოს ფეხბურთელთა ეროვნული ნაკრები, კრისტიან აიხნერი
Aa
Aa

სანიოლი: ბუდუს თაობაზე აიხნერს ვესაუბრე, ჩვენი ხედვები განსხვავდება

საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა „მიხეილ მესხის'' საპრესკონფერენციო დარბაზში მედიასთან ბევრ თემაზე ისაუბრა. ერთ-ერთი კითხვა სანიოლის მხრიდან ქართველი ლეგიონერების კლუბების მთავარ მწვრთნელებთან კომუნიკაციას ეხებოდა. სანიოლის თქმით, „კარლსრუეს'' მთავარ მწვრთნელს, კრისტიან აიხნერს ბუდუ ზივზივაძესთან დაკავშირებით ესაუბრა, თუმცა მათი შეხედულებები განსხვავებულია.

„იმ კლუბების მთავარ მწვრთნელებთან, სადაც ქართველი ფეხბურთელები თამაშობენ, კონტაქტი მაქვს, თუმცა არა ყველასთან, რადგან მათ არ სურთ საკუთარ გადაწყვეტილებებზე საუბარი. არის შემთხვევები, როცა ფეხბურთელისთვის კლუბსა და ნაკრებში არსებული ვითარება ერთმანეთისგან სრულიად განსხვავდება. მაგალითად გიორგი მიქაუტაძე ეროვნულ ნაკრებში ძალიან კარგია, თუმცა კლუბში პრობლემები აქვს. ასევე, ვესაუბრე „კარლსრუეს'' მთავარ მწვრთნელს, კრისტიან აიხნერს. ჩვენ სხვადასხვა საკითხს განსხვავებულად ვუყურებთ.

ჩვენი ნაკრების ექიმს ქართველი ლეგიონერების კლუბების ექიმებთან ხშირი კონტაქტი აქვს, რომ ინფორმაციას ვფლობდეთ ფეხბურთელების ფიზიკური კონდიციების შესახებ''.

ვილი სანიოლმა დავით ხოჭოლავაზეც ისაუბრა. მისი კომენტარი უცნაური იყო, რადგან აღნიშნა, რომ ზუსტად არ იცის, ზუსტად რა სახის დაზიანება აქვს.

„ხოჭოლავა დაბრუნდა, ითამაშა, მაგრამ მუხლის პრობლემის გამო კიდევ 1 ოპერაცია დასჭირდა. ზუსტად არ ვიცი, თუ რა სახის პრობლემა აქვს."

შეგახსენებთ, ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში საქართველო შოტლანდიას მიიღებს (16 ნოემბერი), დასკვნით ტურში ესპანეთს ესტუმრება (19 ნოემბერი).

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები