სადიო მანე, რობერტო ფირმინო
Aa
Aa

ფირმინო: მანე და სალაჰი მეგობრები არასდროს ყოფილან, მე ყველაფერს ვხედავდი

რობერტო ფირმინომ მოჰამედ სალაჰისა და სადიო მანეს ურთიერთობაზე ისაუბრა, რომელიც მისი თქმით, არც ისე მეგობრული იყო.

2019 წელს, „ბარნლისთან“ მატჩის ბოლოს, მანესა და სალაჰს შორის კონფლიქტი წარმოიშვა იმის გამო, რომ ეგვიპტელმა სენეგალელის აზრით, ბურთი საჭირო მომენტში არ გადააწოდა.

„ბევრისთვის ეს იყო პირველი უთანხმოება, სხვებისთვის კი პირველი და უკანასკნელი. მაგრამ მე ვიცოდი, რომ ის წინა სეზონში, 2018/19 წლებში მწიფდებოდა. ჩემი ინსტინქტური რეაქცია და ჩემი მოვალეობა იყო სიტუაციის განმუხტვა, ცეცხლის ჩაქრობა წყლით და არა ბენზინით.

ამ ბიჭებს ძალიან კარგად ვიცნობდი, ალბათ სხვებზე უკეთ. მე მათ გვერდით მინდორზე ვიყავი, დავინახე მათი გამოხედვა, სხეულის ენა, უკმაყოფილება, დავინახე, როცა ერთი მეორეზე გაბრაზდა. ყველაფერი ვიგრძენი. მე ვიყავი მათი დამაკავშირებელი შეტევის ხაზზე და მეხანძრე იმ მომენტებში.

ისინი საუკეთესო მეგობრები არასდროს ყოფილან, თითოეული თავისთვის იყო. მათი ურთიერთობის დანახვა იშვიათი იყო. დარწმუნებული არ ვარ, ჰქონდა თუ არა ამას რაიმე კავშირი ეგვიპტე-სენეგალის პაექრობას აფრიკის თასზე.

ამავდროულად მათ საუბარი და მოედანზე ურთიერთგაგება არასდროს შეუწყვეტიათ. ისინი ყოველთვის შეძლებისდაგვარად პროფესიონალურად მოქმედებდნენ“,

- წერს თავის წიგნში ფირმინო.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ხელოვნება, მაგია, ელეგანტურობა“ | ზიდანი მესის შეხვდა
„ხელოვნება, მაგია, ელეგანტურობა“ | ზიდანი მესის შეხვდა