ფიზიკური ძალადობა საკუთარი შვილის დედაზე - ზვერევი სასამართლომ გაამტყუნა
Aa Aa
7 ნოემბერი 2023  |  18:01

ფიზიკური ძალადობა საკუთარი შვილის დედაზე - ზვერევი სასამართლომ გაამტყუნა

2020 წლის მაისში, ალექსანდრ ზვერევს მისმა პარტნიორმა ბრენდა პატეამ, რომელიც ასევე მისი შვილის დედაც გახლავთ, სასამართლოში უჩივლა. მიზეზი ფიზიკური ძალადობაა.

რა თქმა უნდა, გერმანელი ჩოგბურთელი ბრალდებას უარყოფს და მკაცრად ამტკიცებს, რომ უდანაშაულოა, თუმცა მისმა მტკიცებამ შედეგი არ გამოიღო.

ხშირად ხდება, როდესაც ცნობილ და გავლენიან სპორტსმენებს სასამართლო ხელს აფარებს, მაგრამ ეს შემთხვევა განსხვავებულია.

ბრენდა პატეას განცხადებაში წერია, რომ ზვერევმა მას ერთ-ერთი კამათისას სახეში დაარტყა. სასამართლომ ალექსანდრი გაამტყუნა, თუმცა ციხეში არ ჩაჯდება. ზვერევი ყოფილ პარტნიორს 450 000 ევროს გადაუხდის.

შეგახსენებთ, რომ გერმანელის მიმართ ეს პირველი ბრალდება არ არის. ზვერევი კიდევ ერთმა ყოფილმა პარტნიორმა ოლგა შარიპოვამ ფიზიკურ ძალადობაში დაადანაშაულა. ამ საქმეზე, ATP-მა გამოძიება არასაკმარისი მტკიცებულებების მოტივით დახურა.

მსგავსი სიახლეები

ასევე დაგაინტერესებთ
მილანისა და პსჟ-ს ფანებს შორის ხელჩართული დაპირისპირება მოხდა - არიან დაჭრილებიც
მილანისა და პსჟ-ს ფანებს შორის ხელჩართული დაპირისპირება მოხდა - არიან დაჭრილებიც