გოგა ბითაძე, ორლანდო მეჯიქი, ჯამალ მოზლი
Aa
Aa

ფანტასტიკური იყო - ორლანდოს მწვრთნელმა ბითაძეზე ისაუბრა

გამთენიისას NBA-ში მორიგი შეხვედრები გაიმართა. გოგა ბითაძის „ორლანდო მეჯიქმა“ „ლოს ანჯელეს ლეიკერსი“ 120:101 დაამარცხა და ამაში თავისი სოლიდური წვლილი ქართველმა ცენტრმაც შეიტანა. ბითაძემ ჯამში 25:56 წუთი ითამაშა. მისი მონაგარი 10 ქულა, 10 მოხსნა, 5 დაფარება და 2 გადაცემა იყო. ბითაძემ 6-დან 3 სროლა გამოიყენა და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო. მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი კი +27 იყო.

მატჩის შემდეგ „ორლანდო მეჯიქის'' მთავარმა მწვრთნელმა ჯამალ მოსლიმ ბითაძეზე ისაუბრა:

„გოგა ფანტასტიკური იყო, თამაშის შანსი მიიღო და გამოიყენა. მას შემდეგ რაც გოგა ჩვენთან გადმოვიდა, პიკ-ენ-როლის შესანიშნავი დამცველია. გარდა ამისა, ფარს კარგად იცავს და მეტოქის შეტევებისას ბურთებს ხსნის. ძალიან კარგია, რომ თავი სხვა მოთამაშეებმაც გამოიჩინეს, მათ შორის იყო გოგა ბითაძე''.

მიმდინარე სეზონის აღმოსავლეთ კონფერენციაში „ორლანდოს“ ანგარიშზე 4 გამარჯვება და 2 მარცხია. ბითაძის გუნდი მე-4 ადგილზეა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები