ბორდო, ზურიკო დავითაშვილი
Aa
Aa

ზურიკოს პენალტი არ დაუნიშნეს - ბორდო გასავარდნ ზონაში დაქვეითდა

საფრანგეთის ლიგა 2-ის მე-13 ტურში „ბასტიამ’’ შინ „ბორდო’’ 3:1 დაამარცხა. ამ წაგების შემდეგ „ბორდო'' გასავარდნ ზონაში დაქვეითდა, 13 ტურში მხოლოდ 12 ქულა დააგროვა, 20-გუნდიან ჩემპიონატში მე-17 ადგილზეა, მე-16 ადგილოსან „ტრუას'' 1 ქულით ჩამორჩება.

ლიგა 2-ში „ბორდოს'' მოუგებელი სერია 7-მატჩიანია.

ჟირონდელთა სასტარტო 11-ეულში ზურიკო დავითაშვილი ერთ-ერთი გამორჩეული იყო, შეტევა რამდენჯერმე გაამწვავა. ასევე, მეორე ტაიმში მის წინააღმდეგ თამაშის წესი დაირღვა, მსაჯს პენალტის დანიშვნის საფუძველი ნამდვილად ჰქონდა, კონტაქტი აშკარად იყო, თუმცა თამაშის წესის დარღვევა არ დააფიქსირა.

ზურიკომ 29 პასიდან 27 ზუსტად შეასრულა. მის აქტივში 2 საკვანძო პასია. დრიბლინგის 2 მცდელობიდან ორივე წარუმატებელი იყო. ორთაბრძოლების მოგება კვლავ მისი მთავარი პრობლემაა, მინდორზე 8 ორთაბრძოლიდან მხოლოდ 1 მოიგო, მეორე სართულზე 1 დუელი ჰქონდა და დათმო. ბურთი 12-ჯერ დაკარგა. თამაშის წესი სამჯერ დაარღვია, მის წინააღმდეგ ერთხელ დაჯარიმდნენ. 73-ე წუთზე შეცვალეს, როცა ანგარიში 3:0 იყო.

ლიგა 2-ის შემდეგ ტურში „ბორდო'' „ანესის'' მიიღებს (11 ნოემბერი, 18:00).

22 წლის ზურიკო დავითაშვილმა ლიგა 2-ის მიმდინარე სეზონში 13 მატჩი ჩაატარა, 1 გოლი შეაგდო და 2 საგოლე პასი შეასრულა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები