ნაპოლი, ხვიჩა კვარაცხელია
Aa
Aa

ხვიჩას კარგი თამაში და მაღალი შეფასება - ნაპოლიმ აუტსაიდერი დაამარცხა

იტალიის სერია ა-ს მე-11 ტურში აუტსაიდერი „სალერნიტანა’’ მოქმედ ჩემპიონ „ნაპოლისთან’’ 0:2 დამარცხდა. ნეაპოლურმა კლუბმა 11-დან 6 მატჩი მოიგო, 3 ფრედ დაასრულა, 2 დათმო. ამ მომენტისთვის 21 ქულით მე-4 ადგილზეა და ლიდერ „ინტერს'' 4 ქულით ჩამორჩება.

ტრადიციულად, ხვიჩა კვარაცხელიამ „პარტენოპეის’’ სასტარტოში ითამაშა. Whoscored-მა ნეაპოლელთაგან ყველაზე მაღალი შეფასება ქართველს დაუწერა - 7,61.

კარის მიმართულებით მისი ორივე დარტყმა არაზუსტი იყო, დრიბლინგის 8 მცდელობიდან წარმატებული მხოლოდ 3 იყო. ბურთს 58-ჯერ შეეხო, 34 პასიდან 28 ზუსტად შეასრულა. მის აქტივში 2 საკვანძო პასია, რომლითაც შეტევა გამწვავდა. 

მინდორზე 16 დუელიდან 9 მოიგო, მეორე სართულზე ორი ორთაბრძოლიდან ორივე მისი გამარჯვებით დასრულდა. მის წინააღმდეგ თამაშის წესი 6-ჯერ დაირღვა. 68-ე წუთზე „სალერნიტანას’’ მარჯვება მცველმა პასკუალე მაცოკიმ ხვიჩა კვარაცხელიას წინააღმდეგ თამაშის წესი დაარღვია, რისთვისაც ყვითელი ბარათი მიიღო.

ხვიჩას საუკეთესო მომენტები

ანგარიში მე-13 წუთზე გაიხსნა, სტანისლავ ლობოტკას საგოლე პასით ჯაკომო რასპადორიმ „ნაპოლი’’ დააწინაურა. მეორე გოლი 82-ე წუთზე ელიფ ელმასმა შეაგდო, რომელიც თამაშში კვარაცხელიას ნაცვლად ჩაერთო. ცვლილება 68-ე წუთზე განხორციელდა.

„ნაპოლი'' შემდეგ მატჩს ჩემპიონთა ლიგაზე ბერლინის „უნიონთან'' შინ გამართავს (8 ნოემბერი, 21:45). სავარაუდოდ, ხვიჩას შეცვლა გადატვირთული გრაფიკით აიხსნება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები