გიორგი მამარდაშვილი, კოპა დელ რეი, ხაუმე დომენეკი
Aa
Aa

ოფიციალურად | მამარდაშვილი თასის მატჩს გამოტოვებს

საქართველოს ნაკრებისა და „ვალენსიას“ მეკარე, გიორგი მამარდაშვილი კოპა დელ რეიზე „ლოგრონესის“ წინააღმდეგ არ ითამაშებს.

რუბენ ბარახას გადაწყვეტილებით, დღევანდელ მატჩში მამარდაშვილის გარდა პეპელუ და გაბრიელ პაულისტაც დაისვენებენ. ფეხბურთელები გუნდთან ერთად „ლოგრონესში“ არ გაემგზავრნენ.

„ვალენსიას“ მთავარმა მწვრთნელმა დღევანდელი მატჩისთვის მეკარეების სიაში ხაუმე დომენეკი და რივერო შეიყვანა. დიდი ალბათობით, დღეს „ღამურების“ კარს ხაუმე დაიცავს, გიორგი მამარდაშვილი კი გუნდს ლა ლიგის მომავალი მატჩისთვის დაუბრუნდება, რომელიც მისმა გუნდმა კვირას, „გრანადას“ წინააღმდეგ უნდა გამართოს.

შეგახსენებთ, რომ ქართველმა მეკარემ „ვალენსიას“ შემადგენლობაში ზედიზედ 53 მატჩი ჩაატარა, რაც კლუბის ისტორიაში აქამდე არასდროს მომხდარა.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
კვარა მბაპეს შემცვლელად? - პსჟ-ის ამბიციური პროექტი
კვარა მბაპეს შემცვლელად? - პსჟ-ის ამბიციური პროექტი