ხვიჩა კვარაცხელია, ჯაკომო რასპადორი, რუდი გარსია
Aa
Aa

„ლიდერის პასუხისმგებლობას ისევ ხვიჩა აიღებს“ - Repubblica ნაპოლი-მილანის მატჩზე

ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში, „უნიონ ბერლინთან“ 0:1 გამარჯვების შემდეგ, „ნაპოლი“ უკვე დაბრუნდა იტალიაში და სერია A-ს უახლოესი მატჩისთვის დაიწყო მზადება, რომელიც „პარტენოპეიმ“ კვირას, „მილანთან“ უნდა გამართოს.

ამ თამაშთან დაკავშირებით, ცნობილი იტალიური გამოცემა La Repubblica დღევანდელ გამოცემაში გარსიას გეგმებზე წერს და განიხილავს ვარიანებს, თუ როგორ ათამაშებს ფრანგი სპეციალისტი თავის გუნდს „როსონერის“ წინააღმდეგ.

რა წერია სტატიაში:

მომდევნო მეტოქე „მილანია“ და კვირას საღამოს, მარადონაზე ყველა ბილეთი გაყიდული იქნება, თუნდაც იმის მიუხედავად, რომ „ნაპოლი“ საკუთარ მოედანზე მიმდინარე სეზონში უკვე სამჯერ დამარცხდა. გარსია მზად იქნება, რომ კიდევ ერთხელ დაეყრდნოს ორმაგ K-ს, იგივე ხვიჩა კვარაცხელიას, რომელმაც სერია A-ში ზედიზედ ორ მატჩში გოლის გატანის შემდეგ, თავი ჩემპიონთა ლიგაზე ბრწყინვალე თამაშითაც გამოიჩინა. „მილანთან“ გუნდს ისევ დააკლდებიან ვიტორ ოსიმენი და ანგისა, ლიდერის პასუხისმგებლობას კი კვლავ კვარაცხელია აიღებს, ისევე როგორც ბერლინში და ვერონაში.

„მილანთან“ მატჩი ახლოვდება და აღმოსავლეთის ვარსკვლავმა გარსიას ხელმძღვანელობით კიდევ უნდა გვაჩვენოს სწორი გზა. მწვრთნელი რასპადორისთან და ორმაგ K-სთან ერთად კვლავ ALL IN-ზე წავა.

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლისა“ და „მილანის“ დაპირისპირება 29 ოქტომბერს, საქართველოს დროით 23:45 საათზე გაიმართება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„ლიდერი და წინამძღოლი“ - იტალიური მედია ხვიჩას თამაშს აფასებს
„ლიდერი და წინამძღოლი“ - იტალიური მედია ხვიჩას თამაშს აფასებს