მიუნხენის ბაიერნი
Aa
Aa

უცნობია როდის დაბრუნდება - გორეცკამ ხელი მოიტეხა

ბუნდესლიგის გასულ ტურში მიუნხენის „ბაიერნმა“ „მაინცი“ 3:1 დაამარცხა, თუმცა ერთი არასასიამოვნო ფაქტი დაფიქსირდა.

 როგორც ჩანს, ლეონ გორეცკამ ხელი მოიტეხა. ამის შესახებ ინფორმაციას გერმანული გრანდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის დაბრუნდება ლეონი სტადიონზე, მაგრამ როგორც ცნობილი ხდება, საქმე საკმაოდ რთულ მოტეხილობასთან გვაქვს, რომელიც ძვლის სკანირებით დადგინდა.

ტომას ტუხელი მძიმე ვითარებაშია, რადგან სხვადასხვა ტრავმების გამო მის განკარგულებაში მანუელ ნოიერი, სერჟ გნაბრი, დაიო უპამეკანო, რაფაელ გერეირო და მაზრაუი არ არიან. მათ რიცხვს კი გორეცკა მიემატა.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე სეზონში, ბუნდესლიგის სინისთვის „ბაიერნს“ კონკურენციას ლევერკუზენის „ბაიერი“ უწევს. ჩაბი ალონსოს გუნდი 22 ქულით პირველ ადგილზეა, ხოლო „რეკორდმაისტერი“ 20 ქულით მესამე პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„დაცვაში მოსამატებელი აქვთ“ | კანავარომ ნაპოლიზე ისაუბრა
„დაცვაში მოსამატებელი აქვთ“ | კანავარომ ნაპოლიზე ისაუბრა