კრიშტიანუ რონალდუ, ედენ აზარი
Aa
Aa

ევროპის ტოპ 5 ლიგა: მესი წარმატებული დრიბლინგებით ლიდერია

სტატისტიკის მწარმოებელმა ცნობილმა გვერდმა Opta-მ მორიგი საინტერესო მონაცემები გამოაქვეყნა.

Opta-მ 2006/07 წლების სეზონიდან დღემდე, ევროპის ტოპ 5 ლიგაში ყველაზე მეტი წარმატებული დრიბლინგის შემსრულებელი ფეხბურთელები დაასახელა.

სიას სათავეში ლეო მესი უდგას, რომელიც სავარაუდოდ პირველ პოზიციაზე კიდევ კარგა ხნით დარჩება. ლეოს 2358 წარმატებული დრიბლინგი აქვს და მის უახლოეს მდევარს თითქმის ორჯერ უსწრებს. და აქ ნაკრებში განხორციელებული დრიბლინგები არ შედის.

მეორე ადგილზე ედენ აზარია - 1285 დრიბლინგით. მესამეზე 1061-ით ფრანკ რიბერია.

მე-4 ადგილზე 984 დრიბლინგით ნეიმარი იმყოფება. მას მოსდევს ვილფრიდ ზაჰა - 972. კრიშტიანუ რონალდუ კი 937-ით მე-6 პოზიციას იკავებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
დე ლაურენტისი ფეხბურთელებს ფულადი ჯარიმებით ემუქრება
დე ლაურენტისი ფეხბურთელებს ფულადი ჯარიმებით ემუქრება