მიუნხენის ბაიერნი, ლეროი სანე
Aa
Aa

ბაიერნის ერთ-ერთი პრიორიტეტი - ახალი კონტრაქტი ლეროი სანესთან

ფაბრიციო რომანოს ცნობით, მიუნხენის „ბაიერნის’’ ერთ-ერთი პრიორიტეტი ლეროი სანესთან ხელშეკრულების გახანგრძლივებაა. უახლოეს თვეებში მიუნხენური გრანდი აღნიშნული საკითხის მოგვარებაზე იზრუნებს.

წყაროს მიხედვით სანე „ბაიერნში’’ თავს კომფორტულად გრძნობს, მისი ოჯახი მიუნხენში ცხოვრებით ბედნიერია.

27 წლის შემტევს კლუბთან მოქმედი კონტრაქტი 2025 წლის ივნისამდე აკავშირებს. „შალკესა’’ (2014-16) და „მან. სიტის’’ (2016-20) ყოფილმა მოთამაშემ ბუნდესლიგის მიმდინარე სეზონში 7 მატჩში 6 გოლი შეაგდო, ჩემიონთა ლიგის ორ შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა, გერმანიის ნაკრების ფეხბურთელი კარგ ფორმაშია.

სანე „ბაიერნმა’’ 2020 წლის ზაფხულში „მან. სიტიდან’’ შეიძინა, ბონუსების ჩათვლით სატრანსფერო თანხამ 60 მილიონი ევრო შეადგინა. Transfermarkt-ი ამჟამად ფეხბურთელს 65 მილიონ ევროდ აფასებს.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები