თემურ ქეცბაია
Aa
Aa

ქეცბაია: „სამწუხაროდ სათამაშო ენერგია მხოლოდ 45-50 წუთს გვყოფნის"

თემურ ქეცბაიამ „ნორვეგიასთან“ 0:4-ის შემდეგ, პრესასთან ისაუბრა და საქართველოსთან მოახლოებულ შეხვედრასაც შეეხო.

„ნორვეგიასთან მატჩზე სათქმელი ბევრი არაფერი მაქვს. გუნდს სამწუხაროდ სათამაშო ენერგია მხოლოდ 45-50 წუთი ჰყოფნის. თავის მართლება არ მინდა, მაგრამ ფაქტია, რომ ჩვენი სათამაშო დონე ეს არის.

ადრეც მითქვამს, რომ თუ ფეხბურთელს სათამაშო პრაქტიკა არ აქვს, 2-3 დღეში ბევრს ვერაფერს მოასწრებ. ნორვეგიის ნაკრებში საპირისპირო სიტუაციაა. ჩვენ მოგების სურვილი ნამდვილად გვაქვს, მაგრამ ამის შესაძლებლობა არა.

რაც შეეხება საქართველოს ნაკრებს, ჩვენი მომავალი მეტოქე კარგი გუნდია, თუმცა ეს ესპანეთი არ არის. შევეცდებით, ამჯერად თბილისში მაინც მივაღწიოთ დადებით შედეგს“.

კვიპროსი ჯგუფში 0 ქულით ბოლო ადგილზეა. გატანილი და გაშვებული ბურთების შეფარდება 2-21-თან აქვთ.

შეგახსენებთ, რომ საქართველო კვიპროსის მატჩი კვირას, „მიხეილ მესხზე“ 17:00-ზე დაიწყება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
„გოლის გატანა შესძლებია“ | ნიდერლანდური პრესა მიქაუტაძის შთამბეჭდავ თამაშზე
„გოლის გატანა შესძლებია“ | ნიდერლანდური პრესა მიქაუტაძის შთამბეჭდავ თამაშზე