ნაპოლი, კალიდუ კულიბალი, რუდი გარსია
Aa
Aa

კულიბალი :“გარსია შესანიშნავი მწვრთნელია, მას დრო უნდა მისცენ“

როგორც მოგეხსენებათ, რუდი გარსიას „ნაპოლიდან“ აბარგებას უწინასწარმეტყველებენ. ამ საკითხთან დაკავშირებით, „პარტენოპეის“ ყოფილმა ფეხბურთელმა კალიდუ კულიბალიმ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

კულიბალი:

„რუდი გარსია შესანიშნავი მწვრთნელია და მას ადაპტაციისთვის დრო სჭირდება, როგორც სხვა მწვრთნელებს წარსულში. ფეხბურთელების მის გვერდში არიან. რამდენიმეს ვესაუბრე და ეს დამიდასტურეს. მუშაობა მშვიდ გარემოში უნდა გააგრძელონ და ყველაფერი კარგად იქნება.

იმედი მაქვს, კლუბი მომთმენი აღმოჩნდება და მას მშვიდად მუშაობის საშუალებას მისცემს. რაც შეეხება კონტეს, ის ბრწყინვალეა და კარგად ვიცნობ. ყოველთვის სურდა, რომ მის გუნდებში მეთამაშა. მას დიდ პატივს ვცემ, ისევე, როგორც გარსიას. მწვრთნელის ხშირად შეცვლა გამოსავალი ხშირად არ არის.“

შეგახსენებთ, რომ სერია ა-ს გასულ ტურში „ნაპოლი“ „ფიორენტინასთან“ დამარცხდა, იქამდე კი „პარტენოპეის“ მადრიდის „რეალმა“ მოუგო.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ნეაპოლში რუდი გარსიას დარჩენა აღარ სურთ. ყველა მეტს კი გულშემატკივრები აპროტესტებენ. ცნობისთვის, ფრანგის შემცვლელად ანტონიო კონტე მოიაზრება.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
მსოფლიოს ტოპ 25 მეკარე | რომელ ადგილზეა მამარდა 90 Min-ის რეიტინგში
მსოფლიოს ტოპ 25 მეკარე | რომელ ადგილზეა მამარდა 90 Min-ის რეიტინგში