ოქსანა კალაშნიკოვა
Aa
Aa

მხოლოდ 1 გეიმი წააგო - კალაშნიკოვა ჰონგ კონგის ტურნირის მეოთხედფინალშია

WTA-ს ეგიდით, ჰონგ კონგში საერთაშორისო ტურნირი იმართება, რომლის საპრიზო ფონდი 259 303 დოლარი გახლავთ.

აღნიშნულ ტურნირში მონაწილეობას, წყვილთა თანრიგში ოქსანა კალაშნიკოვა იღებს. მისი პარტნიორი ბელარუსი ალიაქსანდრა სასნოვიჩი გახლავთ.

ქართულ ბელარუსულმა დუეტმა მერვედფინალში დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა. სასნოვიჩი და კალაშნიკოვა მასპინძლებს ჩინგ ვუს და მან ინგ მეგის დაუპირისპირდნენ.

პირველი სეტი ოქსანამ და ალიაქსანდრამ სრული უპირატესობით 6:0 მოიგეს, ხოლო მეორე სეტი 6:1. აღსანიშნავია, რომ მეორე სეტი მასპინძლებმა ბრეიკით დაიწყეს, მაგრამ ამის შემდეგ ყველა გათამაშება დათმეს.

ცნობისთვის, მეოთხედფინალში ოქსანა და ალიაქსანდრა ლოჰოფი/პერინისა და ავანესიანი/ტორმოს შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

მსგავსი სიახლეები

ცხელი ამბები
ასევე დაგაინტერესებთ
სირთულეების არ გვეშინია, მთავარი ხასიათია - სვანაძე ნიდერლანდებთან მატჩზე
სირთულეების არ გვეშინია, მთავარი ხასიათია - სვანაძე ნიდერლანდებთან მატჩზე